კახეთი ოფროუდის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

AutoSharing Option
4-6 მაისს კახეთში, კერძოდ, უჯარმაში, ოფროუდერების საერთაშორისო ტურნირი - "უჯარმა-2012" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი, აზერბაიჯანელი, რუსი, სომეხი და თურქი ოფროუდერები მიიღებენ.

ჩემპიონობისთვის სულ 60 ეკიპაჟი იბრძოლებს. ტურნირი, რომლის ორგანიზატორები ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია და ოფროუდ-კლუბი, ხოლო მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არიან, გამარჯვებულებს 5 კატეგორიაში გამოავლენს.

შეჯიბრებაში ძალებს პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები მოსინჯავენ. მოყვარულებს შესაძლებლობის გამოცდის საშუალება კატეგორიებში - ტურიზმსა და გრანდტურიზმში მიეცემათ.

5 მაისს ტურნირში მონაწილე ეკიპაჟებს ტექნიკური კომისიის გავლა ვარდების მოედანზე მოუწევთ, 6 მაისს კი შეჯიბრებაში ჩაებმებიან.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული