კიმი რაიკონენმა პირველი რალი მოიგო

AutoSharing Option

ფინელმა კიმი რაიკონენმა კარიერაში პირველად მოიგო რალის რბოლა. შაბათს, მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებს შორის შესვენებისას, ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპში - Vosgien Rally-ში მიიღო მონაწილეობა და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

Vosgien Rally-ის დისტანცია სულ 97 კილომეტრს შეადგენდა და რაიკონენმა Citroen C4 WRC-ის მანქანით ექვსივე სწრაფი სპეცმონაკვეთი მოიგო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამჯერად ფინელს სერიოზული კონკურენტები არ ჰყოლია.
კიმს საფრანგეთის ჩემპიონატის ეტაპში მხოლოდ გართობისთვის არ მიუღია მონაწილეობა: ეს საფრანგეთის რალისთვის მზადების ერთ-ერთი ნაწილი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის ეს ეტაპი

თითქმის ისეთივე პირობებში ჩატარდება, როგორიც Vosgien Rally-ზე იყო.
რაიკონენი მსოფლიოს პირველობის ჩათვლაში 21 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული