რალის ავტომრბოლელი IRC-ის სერიის მორიგი ეტაპის დროს დაიღუპა

AutoSharing Option
24 წლის ბრიტანელი ავტომრბოლელი გარეტ რობერტსი რალი IRC-ის სერიის მორიგი ეტაპის დროს დაიღუპა.

ტრაგედია იტალიის ქალაქ ტარგა ფლორიოში ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის დროს მოხდა.

რობერტსი შტურმანის როლს ასრულებდა "პეჟოს" მანქანაში, რომელსაც კრეიგ ბრინი მართავდა. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ მოსახვევში ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და მარჯვენა მხრიდან დიდი სიჩქარით შეეჯახა გზის დამცავ ბარიერს.

სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ უსაფრთხოების რელსმა მანქანის კორპუსი გახვრიტა და შტურმანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მძღოლი აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა.

"ეს ძალიან სამწუხარო უბედური შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ავტოსპორტი ძალიან სახიფათოა.

ავარიამ სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს როგორც პილოტისთვის, ასევე შტურმანისთვის. ყველაზე ხშირად სწორედ შტურმანი ზარალდება. ასე იყო 2005 წელს, როცა ბრიტანეთის რალიზე მაიკლ პარკი დაიღუპა",
- განაცხადა IRC-ის მენეჯერმა ჟან-პიერ ნიკოლმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ავარია თითქმის იდენტური იყო იმ კატასტროფისა, რომელშიც სერიოზული ტრავმა მიიღო ფორმულა 1-ის პოლონელმა პილოტმა რობერტ კუბიცამ, თუმცა ამ უკანასკნელს უფრო მეტად გაუმართლა და ცოცხალი დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამიტომ არ გაუშვა ლოტუსმა კიმი რაიკონენი რალიზე , შეიძლება ცუდი მაგალითია მარა რალიში უსაფრთხოდ ნამდვილად არავინ არარის
avtuko
15:32 18-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული