კიმი კარიერას ასრულებს?

AutoSharing Option

სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ყოველკვირეული "მოტორსპორტი". ჟურნალი წერს, რომ ცნობილმა ფინელმა ავტომრბოლმა კიმი რაიკონენმა, შესაძლოა, 2011 წელს აღარ გააგრძელოს კარიერა. როგორც ირკვევა, ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონმა მძიმედ გადაიტანა მამის გარდაცვალება და შეაჩერა რალის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან მოლაპარაკებები.

"მატი რაიკონენის გარდაცვალების შემდეგ კიმი აღარ ფიქრობს კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე. იმედი ვიქონით, რომ რაიკონენი დარჩება რალიში, მით უმეტეს, რომ ამ სერიაში მეორე წელს უფრო მეტის მიღწევის შანსი ექნება, ვიდრე სადებიუტო სეზონში ჰქონდა. მას აღარ მოუწევს ეტაპების მსვლელობისას სწავლა", - ამბობს ფინელი პილოტის

მეწყვილე კაი ლინდსტრიომი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული