დიდი დუელი იქნება?

AutoSharing Option

რამდენიმე წლის წინ ლეგენდარულმა იტალიელმა მოტომრბოლმა ვალენტინო როსიმ საინტერესო დუელი შესთავაზა ესპანელ ავტომრბოლ ფერნანდო ალონსოს. სპორტსმენები მოტოგრანპრის მოტოციკლით, ფორმულა 1-ის ბოლიდითა და რალის მანქანით უნდა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, სამი ცდის შედეგებს შეაჯამებდნენ და ასე გამოავლენდნენ საუკეთესოს. მაშინ ესპანელმა უარყო როსის წინადადება, მაგრამ ორი დღის წინ, "ფერარისა" და "დუკატის" მრბოლელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ფერნანდომ არ გამორიცხა ასეთი დუელის ჩატარება.

 

"გასულ წელს კარგად გავიცანით ერთმანეთი, როცა ის მარანელოში მოვიდა თავისი "ფერარის" წასაყვანად, - განაცხადა ალონსომ. - ვალენტინო კარგი ბიჭია, მისი კარიერა კი თავად მეტყველებს ყველაფერზე

- მსოფლიოს ჩემპიონის ცხრა ტიტული. ის ისტორიაში საუკეთესო მოტომრბოლია და მისი შედეგის გამეორება ძალიან რთული იქნება. როსის მთელს მსოფლიოში გულშემატკივრობენ და ეს არც არის გასაკვირი: ვალენტინო რბოლებით ცხოვრობს და ტიტულის მეათედ მოგების დიდი სურვილი აქვს.

ჩვენს შორის დუელი? ჯერ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ, შესაძლოა, 2011 წლის სარბოლო სეზონის შემდეგ მოვამზადოთ ასეთი სიურპრიზი."

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული