კიმის თავისი გუნდი ჰყავს

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი მოტოკროსის მსოფლიოს ჩემპიონატში საკუთარი გუნდის გამოყვანას აპირებს. მას იგივე სახელი აქვს, რაც რალიში რაიკონენის ახალ საჯინიბოს - ICE 1 Racing.

"ბავშვობიდან ვოცნებობდი მოტოკროსში გამოსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ, ავტორბოლა ვარჩიე, - განაცხადა რაიკონენმა. - ახლა ამ დისციპლინაში საკუთარი გუნდის შექმნა და ფინელი პილოტებისთვის დახმარება გადავწყვიტე. მინდა ამით ვალი გადავუხადო საკუთარ ქვეყანას, რომელმაც ჩემი კარიერის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა".

რაიკონენის გუნდში "კავასაკის" მოტოციკლებით ორი ფინელი - ტონი ერიქსონი და ლუდე სიოდერბერი ირბოლებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი 9-10

აპრილს ბულგარეთის ქალაქ სევლიევოში გაიმართება.
თავად რაიკონენი რალის ახალი სეზონისთვის ემზადება. გასულ კვირას კიმიმ Citroen DS3-ით შვედეთში ტესტები გაიარა. "წინ ჩემი მეორე სეზონია და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით უნდა გავაუმჯობესო გამოსვლა, ნაკლები შეცდომა დავუშვა და მაღალ შედეგებს მივაღწიო", - ამბობს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი.

რალიში მსოფლიოს ჩემპიონატში 12 თებერვალს შვედეთში დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული