ფინალური შეხვედრა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა და ბრაზილიელებმა "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვეს - 3:0 (25:15, 25:14, 25:20). ამ მატჩის წინ, ორივე გუნდს ოთხ-ოთხი მოგება ჰქონდა და გრანპრის ტრიუმფატორი სწორედ მათ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო.
ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა პირველი ტაიმ-აუტი სასტარტო სეტის დასაწყისში აეღო, როცა ბრაზილიელებმა 6:1 წაიყვანეს ანგარიში. ამ მატჩამდე ჩინეთის ნაკრებმა ურთულესი ხუთსეტიანი შეხვედრა ჩაატარა იაპონიის გუნდთან, ამიტომაც აზიელები ფიზიკურად არც ისე
მეორე პარტიაში დიდი ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ სეტის შუაში ბრაზილიელებმა შეილა კასტროს (მატჩში 18 ქულა) მონდომებით გაქცევა შეძლეს და ანგარიში გახდა - 19:11. მორიგმა ტაიმ-აუტმა ჩინელებს არ უშველა და ბრაზილია სეტებში 2:0 დაწინაურდა.
მესამე პარტია მატჩში ყველაზე დაძაბული გამოვიდა. პირველი შესვენებისთვის ბრაზილიელები მდევრის როლში აღმოჩდნენ - 6:8, არადა, იგებდნენ პარტიას 3:0. პაუზის შემდეგ, ჩინელებმა 11:7-მდე გაზარდეს უპირატესობა, მაგრამ ამის მათი გმირობები დასრულდა. ბრაზილიამ ტაიმ-აუტი აიღო და ამას მოჰყვა შესანიშნავი სპურტი, რომლითაც ეს გუნდი წინ გავიდა - 14:12. ბოლო პაუზა ჩინელებმა მაშინ აიღეს, როცა სამხრეთამერიკელები 20:19-ს იგებდნენ და მათ, საბოლოოდ, დამაჯერებლად მიიყვანეს მატჩი მოგებამდე.
ბრაზილიის ქალთა ნაკრებისთვის ეს წარმატება მეცხრეა ამ ტურნირის ისტორიაში. მესამე ადგილი სერბეთის გუნდმა დაიკავა, რომელმაც ბოლო მატჩში იტალიას მოუგო - 3:2 (22:25, 25:23, 20:25, 25:16, 15:11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"