ნორვეგიული ტრიუმფი

AutoSharing Option
გაირკვა ქალთა შორის ევროპის საუკეთესო კლუბი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნორვეგიულმა "ლარვიკმა" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა ესპანული "იჩაკო".

პამპლონაში ნორვეგიელებმა მინიმალური სხვაობით წააგეს - 24:25 (არადა, 49-ე წუთისთვის ოთხი ბურთით იყვნენ წინ - 20:16), მაგრამ შინ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის (23:21) წყალობით "ლარვიკმა" ჩემპიონთა ლიგა დაიპყრო.

სულ წლევანდელ გათამაშებაში ნორვეგიულმა კლუბმა 15 მატჩი ჩაატარა, 13 მოიგო და მხოლოდ ორში დამარცხდა.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ნორვეგიის ნაკრების ხაზის მოთამაშე ჰაიდი ლიოკე. 28 წლის ხელბურთელის ანგარიშზე 369 გოლი მოდის. ლიოკე ახალ სეზონს უნგრეთის "დიორში"
(ამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი) ჩაატარებს.

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ხუთი გამარჯვებულის სია:
2010/11 ლარვიკი (ნორვეგია)
2009/10 ვიბორგი (დანია)
2008/09 ვიბორგი (დანია)
2007/08 ზვეზდა (რუსეთი)
2006/07 სლაგელსე (დანია)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული