ევროპის ჩემპიონატი: მოულოდნელად დანია

AutoSharing Option
ხელბურთში მამაკაცებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოულოდნელად დანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

მოულოდნელად იმიტომ, რომ ამ გუნდმა არც ისე კარგად დაიწყო პირველობა, ფინალში კი სერბეთს ხვდებოდა, რომელსაც საკუთარ მოედანზე 20-ათასიანი პუბლიკის მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა.

მაგრამ 53 წლის ულრიკ ვილბეკის შეგირდებმა შეძლეს მასპინძლების ორი ქულით დამარცხება - 21:19. ბრინჯაოს მედალი ხორვატიამ მოიგო, რომელმაც 31:27 დაამარცხა ესპანეთი.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა სერბეთის ნაკრებისა და გერმანიის "კილის" მარცხენა ფრთა მომირ ილიჩი. საუკეთესო ბომბარიდირი კი ესპანეთის "ატლეტიკოს" მაკედონიელი სნაიპერი კირილ ლაზაროვია 61 გოლით.

შემდეგი ჩემპიონატი
ორი წლის შემდეგ ახალი ჩემპიონის - დანიის ტერიტორიაზე გაიმართება. დანიელები მეორედ გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები - მათ ოთხი წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორეს.

მე-5 ადგილისთვის
სლოვენია-მაკედონია 27:28 (12:16)

1/2 ფინალი
ესპანეთი-დანია 24:25 (10:12)
სერბეთი-ხორვატია 26:22 (13:14)

მე-3 ადგილისთვის
ესპანეთი-ხორვატია 27:31 (12:13)

ფინალი

სერბეთი-დანია 19:21 (7:9)
სერბეთი: სტანიჩი (15/36 - 42%) - ვუინი (2/1), ნიკცევიჩი (2), მანოილოვიჩი (1) ტოსკიჩი (2), ილიჩი (2/1), პროდანოვიჩი (4), სტოიკოვიჩი (2), ბელიანსკი (1), ვუცკოვიჩი (3), ცუტურა, სტანკოვიჩი, ნენადიჩი.
დანია: ლანდინი (19/38 - 50%) - მოგენსენი, ლაუგე-შმიდტი (2), ლ. კრისტიანსენი, მარკუსენი (2), ეგერტ-იენსენი (3/1), სპელერბერგი (1), სვან-ჰანსენი, ლინგდებრგი (2), რ. ტოფტ-ჰანსენი (1), სონდერგაარდ-სარუპი (1), ჰ. ტოფტ-ჰანსენი, ჰანსენი (9), ნილსენი.
შვიდმეტრიანები: 3/2 - 1/1.
საჯარიმო დრო: 8 (მანოილოვიჩი - 6, წითელი ბარათი: ცუტურა) - 6 (სვან-ჰანსენი, ტოფტ-ჰანსენი - 4).
ბელგრადი. "ბეოგრადსკა არენა". 20 ათასი მაყურებელი

საბოლოო მდგომარეობა
1. დანია; 2. სერბეთი; 3. ხორვატია; 4. ესპანეთი; 5. მაკედონია; 6. სლოვენია; 7. გერმანია; 8. უნგრეთი; 9. პოლონეთი; 10. ისლანდია; 11. საფრანგეთი; 12. შვედეთი; 13. ნორვეგია; 14. ჩეხეთი; 15. რუსეთი; 16. სლოვაკეთი.

ბომბარდირები
1. ლაზაროვი (მაკ) 61 (7 მატჩი)
2. გაიჩი (ხორ) 48 (7)
3. ჰანსენი (დან) 45 (8)
4. ჩასარი (უნგ) 43 (6)
5. ჩუპიჩი (ხორ) 42 (8)
6. სიგურდსონი (ისლ) 41 (6)
7. ილიჩი (სერ) 34 (8)
8. ეკბერგი (შვედ) 33 (6)

სიმბოლური
დარკო სტანიჩი (სერბეთი) - გუდიონ-ვალურ სიგურდსონი (ისლანდია), მიკელ ჰანსენი (დანია), რენე ტოფტ-ჰანსენი (დანია), უროშ ზორმანი (სლოვენია), მარკო კოპლიარი (ხორვატია), კრისტიან შპრენგერი (გერმანია).

ყველა პრიზიორი
ოქრ ვერ ბრ
1994 შვედეთი რუსეთი ხორვატია
1996 რუსეთი ესპანეთი იუგოსლავია
1998 შვედეთი ესპანეთი გერმანია
2000 შვედეთი რუსეთი ესპანეთი
2002 შვედეთი გერმანია დანია
2004 გერმანია ნორვეგია დანია
2006 საფრანგეთი ესპანეთი დანია
2008 დანია ხორვატია საფრანგეთი
2010 საფრანგეთი ხორვატია ისლანდია
2012 დანია სერბეთი ხორვატია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული