ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში საქართველოს 21-ე ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატში 6 გუნდი იასპარეზებს. პირველი ეტაპი ხუთ დღეს გასტანს, მეორე ეტაპი კი ასევე ხუთდღიანი იქნება და 14-19 ნოემბერს გაიმართება.

ჩემპიონატის უდავო ფავორიტი ამჯერადაც მოქმედი ჩემპიონი "სსაუ-თბილისია", გათამაშებაში მონაწილეობაზე კვლავ უარი თქვა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა "სტუ-შევარდენმა".

პირველი ტურის მატჩები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
სსაუ-თბილისი-ქარიშხალა 37:32
ქუთაისი-გორი 48:41
თსუ-ბათუმი 38:31


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული