საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატზე 17 დეკემბერს მეორე წრის ოთხი მატჩი გაიმართა.
ორი შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა: "თელავმა" "ქუთაისი" დაამარცხა - 45:23 და წლევანდელ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"იმედმა" მესამე ადგილზე მყოფ "სამტრედიას" აჯობა - 40:37 და ქულებით გაუთანაბრდა.
საქართველოს ჩემპიონმა სტუ-მ გათამაშების ცხრილში მორიგი ორი ქულა ჩაიწერა - ჭაბუკთა ნაკრები დაჯაბნა - 32:13 და ისევ ერთპიროვნულად მეწინავეობს. ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება "ბათუმი", რომელმაც 17 დეკემბერს დაძაბულ პაექრობაში "პეგასს" მოუგო
თელავი-ქუთაისი 45:23
თელავი: ა. სამიტაშვილი, ლილუაშვილი, გიორგელაშვილი (13), კობახიძე (8), გ. სვიმონიშვილი (6), ანდრიაშვილი (4), ი. სამიტაშვილი (4), გიგაური (4), მღებრიშვილი (2), ჯ. ნიკურაძე (2), ცისკარიშვილი (2), ნ. სვიმონიშვილი, დიდებაშვილი, იაგორაშვილი.
ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე, ბოყოჩაძე (6), მათნაძე (5), გ. კვერნაძე (3), ტარუაშვილი (3), ბახტურიძე (2), ჯუღელი (2), ჩიხლაძე (1), ახალაძე (1), ლომიძე, მერკვილაძე, ახალბედაშვილი, ძნელაძე.
პეგასი-ბათუმი 37:44
პეგასი: დ. ნარსია, ა. ცხვარაშვილი (10), ოსიყმაშვილი (7), აბჟანდაძე (6), დიხამინჯია (4), გელაშვილი (4), ტ. კალანდაძე (3), ცუხიშვილი (1), კოხრეიძე (1), ქუთათელაძე (1), დემეტრაშვილი, ნატროშვილი.
ბათუმი: სამყურაშვილი, ჯორბენაძე (12), გამზარდია (8), უ. მაისურაძე (7), ყაველაშვილი (6), ხუნჯუა (6), წივწივაძე (4), ქარდავა (1), ჭელიძე, ვინოგრადსკი, ი. ნარსია, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი, ჭანტურია.
იმედი-სამტრედია 40:37
იმედი: მღებრიშვილი, ლორია, იობაშვილი (12), ბეჟანიშვილი (9), აბაშიძე (8), ალანია (5), გიორგაძე (5), ჩიკვილაძე (1), მძელური, თაბაგარი, ი. კალანდაძე, მაჭარაშვილი, ჯმუხაძე, გოთოშია, ჩაკვეტაძე, გ. ხანდოლიშვილი.
სამტრედია: ხონელიძე, კიკნაძე, თევზაძე (11), წითელიშვილი (9), ხაჟომია (6), გ. ნიკურაძე (5), გაგლოშვილი (3), ჟვანია (3), ხვიჩია, ცხვარაძე, ზურაბიანი, ელგანდაშვილი, ავალიანი, ღაღანიძე, ბოცვაძე.
სტუ-ჭაბუკთა ნაკრები 32:13
სტუ: ცერცვაძე, ანდრიაძე, ხიდეშელი, ორჯონიკიძე (8), სიმონია (7), აბრამიშვილი (4), ლ. არსენაშვილი (3), ამირანაშვილი (3), სურმავა (2), სტურუა (2), გოგალაძე (2), გრიშიკაშვილი (1), გოგოლაძე, ბერძენიშვილი.
ჭაბუკები: ვათიაშვილი, ს. ხანდოლიშვილი, დანელიშვილი (3), ჰუსეინოვი (3), რუსტამოვი (2), კბილაშვილი (1), ე. არსენაშვილი (1), ნ. მაისურაძე (1), იობაშვილი (1), გაწერელია (1), ბაინაზაშვილი, ფერაძე, მამულაშვილი, ბიბილეიშვილი, გოგავა.
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სტუ 9 9 0 0 310-204 16
2. ბათუმი 9 8 0 1 375-280 14
3. სამტრედია 9 5 0 4 325-308 10
4. იმედი 9 5 0 4 274-289 10
5. პეგასი 9 3 2 4 282-301 8
6. ქუთაისი 9 2 1 6 268-341 5
7. თელავი 9 1 1 7 233-273 3
8. ჭაბუკები 9 0 2 7 249-320 2
ბომბარდირები: ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 75, უჩა გამზარდია (ბათუმი) - 73, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) - 72, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) - 70, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) - 70, გიორგი იობაშვილი (იმედი) - 66, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) - 65.
18 დეკემბერს ითამაშებენ: იმედი - ბათუმი, თელავი - სამტრედია, ქუთაისი - სტუ, ჭაბუკთა ნაკრები - პეგასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"