საქართველოს ნაკრები ბოლო შესარჩევ მატჩს სტუმრად ფინეთის ნაკრებთან გამართავს. ლიტველები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდნენ, თბილისში ფრედ რომ ეთამაშათ.
სასურველი იყო ლიტვა 7 ბურთის სხვაობით დაგვემარხებინა, რადგან ბოლო ტურში ქულათა ტოლობის შემთხვევაში, ლიტვას ურთიერთშეხვედრებით ვაჯობებდით (სტუმრად 6 ბურთის სხვაობით წავაგეთ), მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.