საქართველო-ფარერები 14:28 - ქართველი გოგონები ვერცხლს დასჯერდნენ

AutoSharing Option
13 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დამთავრდა მსოფლიოს და ევროპის ხელბურთის ფედერაციების (IHF/EHF) ქალთა თასის გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა.

ჯგუფური შეჯიბრებების შემდეგ შაბათს ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ბელგიას აჯობა - 18:14 და ფინალში გავიდა, სადაც კვირას ლატვიის მძლეველ (25:18) ფარერის კუნძულების ხელბურთელებს დაუპირისპირდა.

მასპინძლებმა თავიდან მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, მაგრამ მერე ასაკსა და თამაშის კლასში სხვაობამ (სტუმრები ჩვენს გოგონებზე 1-2 წლით უფროსები იყვნენ) თავისი გაიტანა: ფარერელებმა 28:14 გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. გაისად ისინი ინტერკონტინენტალურ თასზე იასპარეზებენ. ვერცხლის
მედლები ქართველებს ერგოთ.

მესამე ადგილისთვის პაექრობაში ლატვიელებმა ბელგიელები დაამარცხეს - 30:21.

დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: V-VI. ესტონეთი-კვიპროსი 33:23, VII-VIII. სომხეთი-ალბანეთი 29:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"