საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა IHF/EHF-ის თასზე კვლავ იმარჯვა

AutoSharing Option
9 მარტს თბილისში 1997 წელს და მერე დაბადებულ ხელბურთელ გოგონათა IHF/EHF-ის თასზე II ტურის მატჩები გაიმართა.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდა და 31:25 გაიმარჯვა. ჩვენი გუნდი ორი თამაშიდან ორი მოგებით პირველ ადგილზეა.

A ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში კვიპროსმა ალბანეთი 41:3 გაანადგურა.

10 მარტს საქართველოს ნაკრები ალბანეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული