ამერიკული ფეხბურთის სეზონის გადამწყვეტმა მატჩმა დაუვიწყარი სანახაობა და ინტრიგა აჩუქა მაყურებელს. მესამე მეოთხედის მსვლელობისას, "ნიუ ინგლენდი" 25 ქულით აგებდა შეხვედრას, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გადამწყვეტი თაჩდაუნი რანინგბეკმა ჯეიმს უაიტმა გააკეთა.
"პეტრიოტსის" 25-ქულიანი ქამბექი ყველაზე დიდია სუპერბოულის ისტორიაში და მესამე - პლეი ოფის ისტორიაში. ისიც აღსანიშნავია, რომ პირველად ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში,
როგორც გითხარით, "ნიუ ინგლენდმა" მეხუთედ მოიგო სუპერბოული (2001, 2003, 2004, 2014, 2017) და ყველა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს კვოტერბეკმა ტომ ბრედიმ და მთავარმა მწვრთნელმა ბილ ბელიჩიკმა. ორივენი "პეტრიოტსის" სისტემაში 2000 წლიდან არიან. სუპერბოულის ხუთჯერ მოგება ჩარლზ ჰეილის რეკორდის გამეორებაა. გარდა ამისა, 39 წლის კვოტერბეკმა კიდევ სამი რეკორდი დაამყარა: 466 იარდი, 43 დაჭერილი გადაცემა და 62 ცდა.
ბრედი გუშინდელი მატჩის MVP გახდა. მან ეს ტიტული კარიერაში მეოთხედ დაიმსახურა და ამით, ლიგის რეკორდი დაამყარა.
"ატლანტა" ისტორიაში მეორედ თამაშობდა სუპერბოულს (პირველად - 1999 წელს) და ისევ წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"