"სიეტლისა" და "ნიუ ორლეანის" მატჩი 3 დეკემბერს გაიმართა. ყველაზე ძლიერი ბიძგი შეხვედრის პირველ მეოთხედში დაფიქსირდა. გაზეთმა "სიეტლ თაიმსმა" მიწისძვრის დასადასტურებლად სპეციალური მოწყობილობების მაჩვენებლები მოიყვანა.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის მსვლელობისას, "სიეტლის" გულშემატკივრებმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარეს ხმაურის დონის მხრივ. სტადიონზე დაფიქსირდა 137,6 დეციბელი, რაც 0.1-ით მეტია ოქტომბერში "კანზას-სიტის"
"სიეტლისა" და "ნიუ ორლეანის" მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 34:7. "სიჰოქსს" 12-დან 11 შეხვედრა აქვს მოგებული და NFL-ის ლიგაში ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას. "ნიუ ორლეანის" დამარცხების შემდეგ "სიეტლმა" გაინაღდა პლეი ოფში თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"