ისევ ოჯახური ძალადობა ამერიკულ ფეხბურთში

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის გუნდის, "ოკლაჰომა-სტეიტის" ფეხბურთელი ტაირიკ ჰილი სასამართლოს წინაშე წარდგება თავისი ფეხმძიმე მეგობარი ქალის დახრჩობის მცდელობისთვის.

მას ოჯახური ძალადობის მუხლით წარუდგინეს ბრალდება, - იტყობინება სააგენტო AP.

ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა, როცა 20 წლის ფეხბურთელი და მისი მეგობარი გოგონა შინ იმყოფებოდნენ. როგორც დაზარალებული ჰყვება, მათ შორის სიტყვიერი კამათი გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. გოგონას სიტყვებით, თავიდან ჰილმა მას მუცელში ჩაარტყა, შემდეგ სახეში და ტუჩი გაუხეთქა, ბოლოს კი დახრჩობა დაუპირა.

შედეგად, ახალგაზრდა ქალს ექიმებთან ვიზიტი დასჭირდა, ფეხბურთელი კი დააპატიმრეს.

ჰილის თქმით, ის
იმის გამო "დაჩაგრეს", რომ "შავკანიანია, ქალი კი თეთრკანიანი". ფეხბურთელმა კამერაში ერთი დღე გაატარა და შემდეგ 15 ათასი დოლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს.

იმავე დღეს ოკლაჰომას შტატის უნივერსიტეტის გუნდის, "ოკლაჰომა-სტეიტის" ხელმძღვანელობამ ჰილი გუნდიდან გარიცხა. მიზეზად შემდეგი დასახელდა: "სასწავლო დაწესებულება ვერ მოითმენს ძალადობას ოჯახში".

ტაირიკ ჰილის სასამართლო 13 იანვარს არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული