ამერიკული ფეხბურთი: მილიარდი დაზარალებულებისთვის

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ყოფილი მოთამაშეების სარჩელი. ამ ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს თავის ტრავმები მიიღეს და ახლა NFL-სგან კომპენსაციას ითხოვენ. საერთო თანხის ოდენობამ, რომელიც ამ ფეხბურთელებს უნდა გადაუხადონ, შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდეგ, საშუალოდ, თითო დაზარალებული ფეხბურთელი დაახლობით 190 ათას დოლარს მიიღებს. ამ სპორტსმენებს 30-50 წლის ასაკში პარკინსონის ან ლუ გერიგის დაავადება დაუდგინეს.

2013 წლის აგვისტოში ლიგა დათანხმდა 765 მილიონი დოლარის გადახდას 4500-ზე მეტი ფეხბურთელისთვის, რომლებმაც კარიერის მსვლელობისას ტვინის შერყევა
მიიღეს. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ გაცილებით მეტი მოთამაშე ყოფილა დაზარალებული და შესაბამისად, კომპენსაციის საერთო თანხაც გაიზარდა. გარდა ამისა, ფეხბურთის ეროვნული ლიგა დაადანაშაულეს იმ ინფორმაციის დამალვაში, თუ რამდენად სახიფათოა სპორტის ეს სახეობა.

ყველაზე გავრცელებული ავადმყოფობა ყოფილ ფეხბურთელებს შორის - ქრონიკული ენცეფალოპათიაა, რომელიც აფერხებს გონებრივ მუშაობას და იწვევს მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვას. ამერიკაში ვარაუდობენ, რომ ეს ავადმყოფობა ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეების 30 პროცენტს აწუხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული