წყალბურთის კლუბმა "დინამო თბილისმა" საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართულ სპორტში 22–წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა წყალბურთის კლუბმა "დინამო თბილისმა" უმალ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა!

11 ივნისს, თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში "დინამომ" თბილისის "თბილისი" დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 11:10 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა.
იხილეთ ფოტოგალერა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
Sportall.Ge

მანამდე ნახევარფინალში "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივს" სძლია – 12:8.

წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი'' 1938 წელს დაარსდა. გუნდი გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში და არის ორგზის მეორე (1960, 1962) და ოთხგზის მესამე (1958, 59, 64, 66) პრიზიორი, ასევე სსრკ–ის რვა უძლიერესი
გუნდის სრულიად საკავშირო ტურნირში გამარჯვებული (1963).

წელს აღდგენილი გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. თბილისური კლუბი ასევე, 6 ქვეყნის "დინამოს" მონაწილეობით, საერთაშორისო ტურნირის გამართვას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ დინამოოო. ყველაფერში პირველები. კალათბურთმა მოიგო, ეხლა თქვენც ოქრო და შემოდგომის ბოლოს ფეხბურთელებიც შემოგიერთდებიან. დინამოს გაუმარჯოს
გურამი
12 ივნისი 2017 01:54
0
საქარტველოს კი არა თბილისის ჩემპიონატია
gio
11 ივნისი 2017 23:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული