საქართველოს პირველმა ნაკრებმა "თბილისის თასზე" გამოსვლა წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში 29 ივნისს დაიწყო წყალბურთელ ვაჟთა მესამე საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასზე".

წინა ორ გათამაშებაში მთავარი პრიზი მასპინძლებმა მოიპოვეს. ჩვენმა პირველმა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ნატურალიზებული წყალბურთელი გამოდის, ამჯერადაც წარმატებით აიღო სტარტი.

საქართველო (1)-საქართველო (2) 14:3 (3:0, 3:0, 6:2, 2:1)
საქართველო (1): ჭუმბურიძე, ყაზახიშვილი, ცრეპულია (3), იმნაიშვილი (2), ლაითაძე (1), ბითაძე (2), ხვედელიანი (2), იელაჩა (3), რუსიშვილი, ელეზი (1), ნიკოლეიშვილი, ფრანიჩევიჩი, კაპანაძე.
მთავარი მწვრთნელი დავითიანი.

საქართველო (2):
შუბლაძე, ჩიქვინიძე, ხარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი, გიორგაძე, ქართველიშვილი, კაკულია (1), ურუშაძე, სულაძე,
გეგელაშვილი (2), ჩიკვაიძე, ფავლენიშვილი.
მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

საქართველოს პირველ ნაკრებს 29 ივნისს გამართულ შეხვედრაში უძლიერესი შემადგენლობით არ უასპარეზია, რადგან მეტოქედ ახალგაზრდა წყალბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავდა.

ამ მატჩში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მთავარმა მწვრთნელმა ზვიად დავითიანმა გამოცდილი წყალბურთელების გვერდით საკუთარი შესაძლებლობების შემოწმების საშუალება მისცა 15-15 წლის სპორტსმენებს - ანდრია ბითაძესა და რევაზ იმნაიშვილს, რომლებმაც მწვრთნელებს იმედები გაუმართლეს, თანაც თავი ორ-ორი გოლით გამოიჩინეს.

ორთაბრძოლის სამი პერიოდის განმავლობაში პირველმა ნაკრებმა აშკარად დაჩაგრა ახალგაზრდული გუნდი. მე-4 რვაწუთიან მონაკვეთში, როცა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, პაექრობა ნაკლებსაინტერესო გახდა. უფროსებმა უმცროსებს ორი ბურთი გაუტანეს, საკუთარ კარში კი ერთი გოლი მიიღეს.

საბოლოოდ 11-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს და გათამაშების ცხრილში 3 ქულა ჩაიწერეს.

ბელარუსი-პოლონეთი 14:9 (4:2, 3:3, 4:2, 3:2)
ბელარუსი: არხიპაუ, ფედარუკი (1), კაპაცევიჩი, ხარლაპი (2), მანუჩი (2), მიხვიცკი, ივანოვი (2), შალამიტსკი, ბიჩკოვი (4), შურინა (2), ჩარბაშაუ (1), ციპლიაცინი (1), ვანკევიჩი.
მთავარი მწვრთნელი ფრალოვი.

პოლონეთი:
ულშურსკი, ბაკულო, ლავნიჩაკი (1), ლუჩაკი (1), პივატეკი, მიხალსკი (1), ბარი (2), სეკულა (2), ვალკოვაიკი, ლეზეკი (2), ტუროვსკი.
მთავარი მწვრთნელი სერვინი.

ჩვენი სტუმრები შეჯიბრებაზე უძლიერესი შემადგენლობებით არ ჩამოსულან, თუმცა მათი პაექრობა მაინც საინტერესო გამოდგა.

მართალია, ბელარუსებს არც ერთ პერიოდში აშკარა უპირატესობა არ ჰქონიათ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველი რვაწუთიანი მონაკვეთის თითო-ორბურთიანი სხვაობით მოგებამ აღმოსავლეთ სლავები საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა - 14:9.

30 ივნისს 17.00 საათზე საქართველოს მე-2 ნაკრები პოლონეთს შეხვდება, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდი 18.30 საათიდან ბელარუსს დაუპირისპირდება, სადაც, ვფიქრობთ, მთავარი პრიზის ბედიც გადაწყდება.

თბილისის თასზე - მესამედ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული