რატკო რუდიჩის სამწვრთნელო პოკერი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ხორვატმა მწვრთნელმა რატკო რუდიჩმა მეოთხედ მოიგო ოლიმპიური თამაშები.

ეს ბრწყინვალე სპეციალისტი 1984 წლიდან მოყოლებული ოთხ გუნდს ავარჯიშებდა - იუგოსლავიას, იტალიას, ამერიკასა და ხორვატიას (2004 წლიდან).

აქედან სამ გუნდს მოაგებინა ოლიმპიური ოქრო: ორჯერ იუგოსლავიას, შემდეგ იტალიას და გუშინ თავის მშობლიურ ხორვატიას. ერთხელ რუდიჩს მოთამაშის რანგში აქვს მოპოვებული მედალი - 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე იუგოსლავიასთან ერთად მოიგო ვერცხლი.

რუდიჩის ამჟამინდელი გუნდი ყოფილ გუნდს - იტალიას უპირისპირდებოდა ფინალში. "სკუადრა აძურამ" უკეთესი სტარტი აიღო და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ბრწყინვალედ ათამაშდა მარო
იოკოვიჩი. მისი ჰეთ-თრიკის წყალობით, ხორვატებმა ინიციატივა მოიპოვეს და ის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. ფინალის საბოლოო ანგარიშია - 8:6. ეს ხორვატთა დელეგაციისთვის მესამე ოქრო იყო ლონდონში.

გაცილებით დრამატული გამოდგა მესამე ადგილისთვის მატჩი, რომელშიც სერბეთმა ოთხი წითელი ბარათი მიიღო, სამი ბურთით აგებდა ჩერნოგორიასთან და მაინც შეძლო 12:11 გამარჯვება. გადამწყვეტი გოლი სერბებმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს.

მეხუთე ადგილისთვის მატჩში უნგრეთმა ესპანეთს 14:8 მოუგო, ავსტრალიამ თითქმის წაგებული შეხვედრა მოუგო ამერიკას - 10:9 და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კაცები
მე-3 ადგილისთვის
სერბეთი-ჩერნოგორია 12:11.

ფინალი
ხორვატია-იტალია 8:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული