8 გუნდს მასში მონაწილეობა განაღდებული აქვს, ხოლო დანარჩენი რვა ვაკანსიისთვის 17 გუნდი იბრძვის.
საქართველოს ნაკრებმა აპრილში პირველი ეტაპის პაექრობები შინ - "ოლიმპიკის" აუზში გამართა: სამი შეხვედრა მოიგო და ერთიც ფრედ დაამთავრა. უკვე ცნობილია მეორე რაუნდის წილისყრაც.
11-14 ივლისს D ჯგუფი მალტაში იასპარეზებს. აქ მასპინძლებთან ერთად საქართველოს, ბელარუსის, უკრაინისა და ისრაელის ეროვნული გუნდები მოსინჯავენ ძალებს.
ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ამჟამინდელ მეტოქეებთან საერთაშორისო ტურნირებზე არაერთხელ უთამაშია წარმატებით, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მაინც სხვა არის, ამიტომ
უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ამას წინათ შესანიშნავად იასპარეზა თურქეთის საერთაშორისო ტურნირში, სადაც ევროპის 12 საუკეთესოში შემავალი თურქეთი და რუმინეთი დაამარცხა, სლოვაკებიც მათ მიაყოლა და პირველი ადგილი დაიკავა. ახლა მალტისთვის მზადებას შინ განაგრძობენ.
უკვე ცნობილია 11-14 ივლისს გასამართავი შესარჩევი ტურნირის ორთაბრძოლების განრიგიც: 11.07. საქართველო - ისრაელი, მალტა-ბელარუსი; 12.07. უკრაინა - ბელარუსი, ისრაელი - მალტა, 13.07. ბელარუსი - ისრაელი, საქართველო - უკრაინა, ბელარუსი - საქართველო, უკრაინა - მალტა, 14.07. ისრაელი - უკრაინა, მალტა - საქართველო.
ამავე რიცხვებში ითამაშებენ:
E ჯგუფში - საფრანგეთი, მოლდოვა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, დანია;
F ჯგუფში - ბულგარეთი, რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, სლოვენია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"