საქართველოს ნაკრები ამჯერად პორტუგალიის ექვსგუნდა ჯგუფში მოხვდა.
როგორც გაუწყეთ, ასპარეზობის პირველ დღეს ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა შვეიცარიას აჯობეს (24:7), შემდეგ მალტის გუნდი დაჯაბნეს (11:4), მესამე ტურში ბელორუსს მოუგეს 17:9 (იმავე დღეს: სლოვაკეთი-მალტა 18:9, შვეიცარია-პორტუგალია 7:9). ზედიზედ სამი მოგებით ქართველებმა სამშვიდობოს დაიგულეს თავი და შაბათს სლოვაკებთან გულარხეინად გავიდნენ საპაექროდ, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც -
ამ წაგების მიუხედავად, ჩვენს გუნდს პლეი ოფში თამაშის უფლება განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მთავარი ამოცანა პირველ სამეულში მოხვედრა იყო, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე-მეცხრე ადგილებზე გასულ გრანდებს არ დაპირისპირებოდა, მათ შორის - ოლიმპიურ ჩემპიონ ხორვატიას.
ქართველმა წყალბურთელებმა მიზანს გუშინდელი წარმატებით მიაღწიეს:
პორტო. 2013 წლის 10 ნოემბერი
ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი
საქართველო-პორტუგალია 17:9
3:2, 8:1, 4:2, 2:4
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა კაპანაძე, დამირ ცრეპულია (2), მარკო ელეზი (3), გალაქტიონ ლაითაძე (3), მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (1), კონსტანტინე გეგელაშვილი (3), ტატო ნიკოლეიშვილი (2), მარინო ფრანიჩევიჩი (3), ბექა კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.
პორტუგალია: მიკოლა იანოჩკო, იაო ლეიტა, ტიაგო კოსტა, რუი რამოსი (2), მიგელ როდრიგესი, პედრო სოუზა, ხორხე ლოპესი, რიკადო სოუზა, რუი მორეირა (3), ანტონიო გერკუერა, მიგელ მარიანი (4), ტიაგო პარატი, ჰელდერ ფრეიტსი.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებისთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგების შემთხვევაში, პლეი ოფში გამსვლელთა პირველ სამეულში დაიბევებდა ადგილს, ამიტომ თავიდანვე აქტიურად შეუტიეს მეტოქის კარს, თუმცა მასპინძლებმა სტუმრებს იოლი გასეირნების საშუალება არ მისცეს. პირველი პერიოდი ისელიძის შეგირდებმა მაინც მოიგეს - 3:2, მეორე რვაწუთიან მონაკვეთში კი ნამდვილად გაილაღეს - საკუთარ კარში მიღებული ერთი ბურთის სანაცვლოდ 8 გოლი გაიტანეს და, ფაქტობრივად, სასურველ შედეგს შესვენებამდე მიაღწიეს.
მესამე-მეოთხე პერიოდები მოტივაციადაკარგულმა გუნდებმა, ასე ვთქვათ, ჩაამთავრეს. მესამე რვაწუთიანი მონაკვეთი ჩვენებმა 4:2 მოიგეს, მომდევნო რვა წუთი კი მასპინძლებისა იყო - 4:2. საბოლოოდ ქართველებმა 17:9 გაიმარჯვეს.
ჩვენებთან ერთად პლეი ოფში გავიდნენ სლოვაკეთი, საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. დღევანდელი წილისყრა მათ მეტოქეებს დაასახელებს. ისინი ხორვატიას, რუმინეთს, ესპანეთს, ჰოლანდიას, თურქეთს ან მაკედონიას დაუწყვილდებიან.
G ჯგუფი
9 ნოემბერი.
შვეიცარია-ბელორუსი 8:16 (4:3, 2:7 0:4, 2:4), საქართველო-სლოვაკეთი 16:17 (2:5, 5:4, 3:3, 6:5), მალტა-პორტუგალია 6:8 (3:2, 1:4, 3:0, 1:0)
10 ნოემბერი.
სლოვაკეთი-ბელორუსი 15:4 (6:0, 2:0, 3:3, 4:1), შვეიცარია-მალტა 4:10 (0:1, 1:2, 1:2, 2:5), პორტუგალია-საქართველო 9:17 (2:3, 1:8, 2:4, 4:2).
საქართველო - 40 (85:46)
სლოვაკეთი - 38 (80:36).
H ჯგუფი
9 ნოემბერი.
ჩეხეთი-პოლონეთი 6:12 (1:2, 0:3, 2:4, 3:3), საფრანგეთი-უკრაინა 21:9 (6:3, 4:3, 8:0, 3:3),
10 ნოემბერი.
დანია-პოლონეთი 9:12 (1:2, 1:4, 3:3, 4:3), საფრანგეთი-ჩეხეთი 24:3 (5:1, 5:1, 7:1, 7:0).
საფრანგეთი - 40 (80:21)
უკრაინა - 28 (39:45).
I ჯგუფი
ისრაელი-მოლდოვა 22:7) 3:1, 4:1, 9:2, 6:3), დიდი ბრიტანეთი-რუსეთი 6:13) 2:3, 1:3, 3:1, 0:6).
რუსეთი - 37 (74:19)
დიდი ბრიტანეთი - 26 (56:25)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"