ორგანიზატორებმა ისინი ორ ჯგუფში განთესეს. აღმოსავლეთ ჯგუფში თამაშობენ სტუ, "პეგასი", "იმედი" და თელავი, ხოლო დასავლეთისაში - ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი და 1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრები (ამ ჯგუფის შეჯიბრებებს 19-21 ნოემბერს სენაკი უმასპინძლებს). ოქტომბრის მეორე დეკადაში, პირველი წრის პაექრობებში აღმოსავლელები დასავლელებს დაუპირისპირდნენ.
სულ 4-4 მატჩი გამართეს. 8 ქულით სტუ (ბურთები - 129:105) ლიდერობს. 6-6 ქულა აქვთ ბათუმსა (151:122) და სამტრედიას (135:116). შემდეგ მოდიან: "იმედი" - 4 (122:133), ქუთაისი - 3 (112:126), ნაკრები - 2
სტუ-პეგასი 46:27
სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძე, სიმონია (9), სურმავა (7), ორჯონიკიძე (6), ამირანაშვილი (5), გოგოლაძე (5), ბერძენიშვილი (3), გვაზავა (3), აბრამიშვილი (3), გრიშიკაშვილი (2), მსხვილიძე (2), სტურუა (1), ლ. არსენაშვილი, გოგალაძე
პეგასი: ცინცაძე, ნარსია, ა. ცხვარაშვილი (10), კოხრეიძე (5), ტ. კალანდაძე (4), აბჟანდაძე (2), დიხამინჯია (2), გელაშვილი (2), ცუხიშვილი (1), დემეტრაშვილი (1), ბაძაღუა, მაისურაძე, ქუთათელაძე, ნატროშვილი, ი. ცხვარაშვილი, ზარნაძე.
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი.
მატჩი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების შეტევებით დაიწყო და მათ მალევე ხელთ იგდეს ორთაბრძოლის სადავეები. პეგასელებს მეტოქის გარღვევების შეჩერება გაუჭირდათ. მოიერიშეებში, განსაკუთრებით, ქვეყნის ნაკრების წევრები გამოირჩეოდნენ. სტუ-მ პირველი ტაიმი 9 ბურთის სხვაობით მოიგო. ჩემპიონებს ინიციატივა შესვენების შემდეგაც არ დაუთმიათ და გათამაშების ცხრილში მე-5 გამარჯვება ჩაიწერეს - 46:27.
13 ნოემბერსვე თბილისის "იმედმა" აუტსაიდერი თელავი დაამარცხა - 29:20 და მონაგარი 2 ქულით გაიმდიდრა.
იმედი-თელავი 29:20
იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილი, ბეჟანიშვილი (7), რუსტამოვი (5), იობაშვილი (4), მძელური (4), ალანია (2), გიორგაძე (2), ჩიკვილაძე (2), აბაშიძე (1), გოთოშია (1), თაბაგარი (1), ი. კალანდაძე მაჭარაშვილი, ჩაკვეტაძე.
თელავი: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი, ანდრიაშვილი (7), გიორგელაშვილი (4), მაისაშვილი (4), გიგაური (1), მღებრიშვილი (1), ნ. სვიმონიშვილი (1), ი. სამიტაშვილი (1), იაგორაშვილი (1), ბიწკინაშვილი, ცისკარიშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი.
მსაჯები: გია ბროლაძე, ზურაბ ქოქოსაძე.
14 ნოემბერს "არენაში" ითამაშებენ: თელავი-სტუ, "პეგასი"-"იმედი". 15 ნოემბერს - "პეგასი"-თელავი, სტუ-"იმედი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"