ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის "მასტერსის" ძირითად ბადეში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის "მასტერსის" ძირითად ბადეში მოხვდა.

ქართველ ჩოგბურთელს გუშინ, 20 მარტს უნდა დაეწყო საკვალიფიკაციო ტურნირში გამოსვლა, რომელშიც ის პირველ ნომრად იყო განთესილი. ბასილაშვილს პირველ მეტოქედ ბაჰამის კუნძულების წარმომადგენელი დარიან კინგი ჰყავდა, რომელთანაც ინდიან უელსის "მასტერსის" პირველ წრეში წააგო. მაგრამ გუშინდელი შეხვედრა აღარ გაიმართა, რადგან ბასილაშვილი პირდაპირ შეიყვანეს ძირითად ბადეში.

საქმე ისაა, რომ მაიამის ტურნირს რამდენიმე განთესილი ჩოგბურთელი გამოაკლდა ტრავმის გამო და იმ მიზეზით, რომ ბასილაშვილი პირველი ნომერი იყო კვალიფიკაციაში, ქართველი პირველ რიგში ჩასვეს ძირითად ბადეში
ერთ-ერთი ტრავმირებულის ნაცვლად.

მაიამის "მასტერსის" ძირითადი ბადის წილისყრა ორ დღეში გაიმართება და მაშინ გვეცოდინება ბასილაშვილის პირველი მეტოქე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი!!! კვალიფიკაციაში ბევრ ენერგიას ხარჯავდა და ძირითადში უკვე აღარ ყოფნიდა!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
14:16 21-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული