მაგრამ, ამჯერად, მათი მორიგი დაპირისპირების სცენარი სხვანაირი აღმოჩნდა. ვოზნიაცკიმ ფინალის წინ განაცხადა, რომ ღრმად ითამაშებდა, რადგან კონტა - ძალიან შემტევი მოთამაშეა. მართლაც, კაროლინმა სცადა - არ მიეცა საშუალება იოჰანასთვის სრულად გაეკონტროლებინა მატჩის მსვლელობა, მაგრამ არ გამოუვიდა. მთელი მატჩი კონტამ
მას ჰქონდა შეცდომები, თუმცა, მეტოქე გაცილებით მეტს ცდებოდა. პირველ სეტში მან სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, თან ბრიტანელი პირველივე ბრეიკ-პოინტს იყენებდა, რომელსაც გამოიმუშავებდა ხოლმე. დანიელმა ორჯერ შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, მაგრამ 5:4-ზე კონტამ მოახერხა სეტზე ჩაწოდება.
მეორე პარტიაში არაფერი შეცვლილა. ვოზნიაცკი მეორე ნომრად თამაშობდა, მაგრამ მაინც ბევრი უზუსტობა ჰქონდა. მან მხოლოდ რვა "ვინერსი" შეასრულა, ამასთან, 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა. კონტას მიერ პირველივე გეიმში შესრულებულ ბრეიკს ვოზნიაცკიმ პასუხი გასცა, მაგრამ 3:2-ის შემდეგ, ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო.
კონტამ 33 "ვინერსითა" და 19 უნებლიე შეცდომით დაასრულა მატჩი. 6:4, 6:3 და ბრიტანელმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო Premier Mandatory-ის კატეგორიაში. კონტა კარიერაში პირველად გახდება რეიტინგის მეშვიდე ნომერი. ვოზნიაცკიმ კი უკვე მესამე ფინალი წააგო წლევანდელ სეზონში, თან ყველა ორ სეტში.
ფინალი
იოჰანა კონტა (ბრიტ, 10)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 12) 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"