"მზიურის" კორტებზე გამართულ პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტადას ბაბელისი იოლად, სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:2, 6:0.
დღესვე ერთეულთა მეორე შეხვედრაში გიორგი ცივაძე და ლაურინას გრიგელისი ითამაშებენ.
საქართველო-ლიტვას შორის მატჩები 7-9 აპრილს ჩატარდება. გამარჯვებული პირველი ზონის საგზურისთვის პლეი ოფში თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს შეხვდება.