როჯერ ფედერერი - არც როლან გაროსი?

AutoSharing Option
მარტში მოგებული ორი "მასტერსის" შემდეგ, როჯერ ფედერერი ენერგიის დაზოგვასა და ძალების აღდგენას აპირებს, ამიტომაც, შვეიცარიელი არ გამორიცხავს გრუნტის სეზონის მთლიანად გამოტოვებას.

"10 მაისს მეცოდინება - ვითამაშებ თუ არა წელს გრუნტზე. საბოლოო გადაწყვეტილებასაც მაშინ გავახმოვანებ. მე და ჩემი გუნდი განვიხილავთ - აქვს თუ არა აზრი გრუნტის სეზონის მთლიანად გამოტოვებას. ჯერჯერობით ჰარდის საფარზე გავაგრძელებ ვარჯიშს. და ვითამაშებ მხოლოდ იმ ტურნირებზე, რომლებისთვისაც ასი პროცენტით ვიქნები მზად.

ჩემთვის საინტერესოა როლან გაროსზე გამოსვლა, რადგან იქ შეიძლება აგრესიული სტილის დემონსტრირება. როცა პარიზში ცხელი ამინდია, კორტები უფრო
სწრაფი ხდება, შესაძლოა, იმაზე სწრაფი, ვიდრე უიმბლდონზეა", - ამბობს როჯერი Tennis World USA-სთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული