მარია შარაპოვა: ბოლო 12 თვეში ბევრი პაემანი მქონდა

AutoSharing Option
მომდევნო კვირას, მარია შარაპოვა დიდ ჩოგბურთში ბრუნდება 15-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიოს ყოფილმა პირველ ჩოგანმა ბრიტანულ ჟურნალ Times-ს მისცა ინტერვიუ.

პროფესიულ ტურში კოლეგებთან ურთიერთობებზე
- ნებისმიერ ტურნირს აღვიქვამ, როგორც ჩემს ოფისს. მე იქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი სამუშაო შევასრულო. ეს ის ადგილია, სადაც ბოლომდე ვიხარჯები. ჩემი მიზანია - ვიყო პროფესიონალი. ვარჯიში, დროული გამოცხადება კორტზე, მატჩის ჩატარება, პრესკონფერენციის მიცემა... ეს არის და ეს. გასახდელში იმისთვის არ ვარ, რომ ჩაი მივირთვა და ორცხობილა დავაყოლო.

სხვა მოთამაშეების მხრიდან
კრიტიკაზე

- არ შემიძლია ვაკონტროლო ის, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები. ყველაფერი, რაც ჩემზეა დამოკიდებული - არის ანგარიში ტაბლოზე.

მელდონიუმის გამოჩენაზე მის ცხოვრებაში

- 2004 წლის უიმბლდონის შემდეგ მუდმივ დაღლილობას ვგრძნობდი. ხშირად ვიკიდებდი ვირუსებსა და გაციებას და ეს მოქმედებდა ჩემს ორგანიზმზე. ამიტომაც მოსკოვში გამიშვეს და იქ ექიმთან მიმიყვანეს, რომელსაც მამაჩემი იცნობდა. გამოკვლევამ გულის ანომალია აღმოაჩინა და ექიმმა დაახლოებით ათამდე მედიკამენტური დანამატი დამინიშნა, რომელთაგან ერთ-ერთი მილდრონატი იყო. ამ პრეპარატის მიღება ზედმეტი დატვირთვებისას მირჩიეს.

კიდევ მელდონიუმზე
- არც კი ვიცოდი - რა იყო მელდონიუმი. ინტერნეტში ძებნა მომიწია ამის გასარკვევად. ჩემთვის ეს იყო მილდრონატი.

საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან დამოკიდებულებაზე
- 2015 წელს, ფედერაციის თასის ფინალი პრაღაში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა. რატომ არ მოვიდა მაშინ ჩემთან ვინმე პირადი საუბრისთვის, უბრალოდ, როგორც ჩინოვნიკი სპორტსმენთან? არავის არაფერი უთქვამს. მაგრამ, საბოლოოდ, მთავარი დამნაშავე მე ვარ. მივიღე უფლება ყველაფერზე და ძალიან მოვდუნდი. კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას საერთაშორისო ფედერაციაზეც.

ხასიათის ჩამოყალიბებაზე
- ჩემი საბრძოლო თვისებები ძალიან ადრეულ ასაკში გამოვლინდა. გამიმართლა: შესანიშნავი შესაძლებლობები მივიღე. მყავდნენ პარტნიორები, რომლებიც ტურნირებზე მოგზაურობაში მეხმარებოდნენ. ვიცოდი, რომ ყველა ბავშვს ასე არ უმართლებდა. ასე რომ, თავს ვიკლავდი მუშაობით. ვხედავდი, როგორ უჭირდა დედაჩემს ვიზის მიღება ჩვენთან ჩამოსასვლელად. ვუყურებდი - როგორი მძიმე იყო მამაჩემისთვის სამუშაოს პოვნა. ვხედავდი, როგორ უჭირდა ყველას ფულის შოვნა - იქნებოდა ეს ერთი დოლარი თუ მილიონი. ასე რომ, ჩემი საბრძოლო თვისებები - ეს სამუშაო ეთიკის ერთგვარი გაგრძელებაა.

მხრის ტრავმაზე 2008 წელს
- მან უბრალოდ მიმანიშნა, რომ არ შეიძლება წინასწარ ყველაფერი იცოდე. არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ისევ ჩოგბურთის თამაშს, ასე რომ, მომიწია კიდევ რაღაცის პოვნა, რაც ახალი გამოწვევა იქნებოდა და ჩემს აზრებს დაიკავებდა.

ტკბილეულობის ბიზნესზე
- ეს იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ამერიკაში პირველად წავედი კინოთეატრში და დავინახე საღეჭი რეზინებით სავსე კალათები. ადრე მსგავსი არაფერი მქონდა ნანახი. მომინდა, უბრალოდ, შემეფუთა ისინი, როგორც სუვენირები. შემდეგ გავფართოვდით შოკოლადის ხარჯზე. მე ჯერ ისევ ვსწავლობ, მაგრამ მომწონს, რომ შემიძლია ბიზნესის კონტროლი და არ ვარ უბრალო ჭანჭიკი დიდი კომპანიის მექანიზმში.

პაემნებზე
- ბოლო 12 თვის განმავლობაში დატვირთული პირადი ცხოვრება, ბევრი პაემანი მქონდა. არა, ბოიფრენდი არ მყავს - თუ თქვენ ეს გაინტერესებთ. უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრებით - სხვადასხვა კულტურისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. ისინი მხოლოდ ამერიკელები არ იყვნენ. ამ მხრივ, მე ფართო გეოგრაფია მაქვს.

ცხოვრების იდეალურ მეგზურზე
- ის თვითმყოფადი პიროვნება უნდა იყოს. საკუთარი შეხედულებებითა და საკუთარი ცხოვრებით, რომელშიც ის კომფორტულად გრძნობს თავს. ვიღაც, ვინც შინაგანად თავდაჯერებულია საკუთარ თავში. ეს ძალიან გხიბლავს და გიზიდავს. მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ამბობენ ისე, როგორც არის. ადამიანები, რომლებიც შენში კარგს აფასებენ, მაგრამ შეუძლიათ გითხრან - თუ რამე არ მოსწონთ. მე არ მჭირდება ბრმა გაღმერთება. მე მინდა კონსტრუქციული კრიტიკა. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია მეგობრებში.

გრიგორ დიმიტროვზე
- ჩვენ მყარი კავშირი გვაქვს. ძალიან ვზრუნავდით ერთმანეთზე და ვაგრძელებთ ამას.

თავის სილამაზეზე
- არასოდეს მიმაჩნდა თავი ლამაზად ქალად. არ ვარ ასე მოწყობილი. არ ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში და ვამბობ: "როგორი ლამაზი ქალია!" დედა მასწავლიდა, რომ პიროვნებას ბევრი მხარე აქვს, რომელიც უფრო მიმზიდველია, ვიდრე გარეგნული სილამაზე.

თავის უბრალოებაზე
- ვცდილობ, ვიყო აუთენტური. არასოდეს ვცდილობ ვიყო ის, ვინც არ ვარ. არ ვიცვამ ისე, თითქოს ეს მე არ ვარ. ძალიან კარგი იქნება, თუ არასოდეს დამჭირდება მაკიაჟის ტარება. ერთნაირად კომფორტულად ვგრძნობ თავს კერძო თვითმფრინავში და ეკონომკლასის უკანა რიგში, რომლითაც მე და ჩემმა მეგობარმა ვიფრინეთ, რადგან მას არ ჰქონდა ბიზნესკლასის ფული. როცა ყველაფერი იწყება "აეროფლოტში" ტუალეტთან ბოლო რიგში, იცი, საიდან მოდიხარ. არასოდეს მავიწყდება ეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯიგარი ქალბატონია, ასეთ ქალებზე დგას სამყარო, უბრალო, ლამაზი, არა ამაყი და ადამიანი რომელსაც ყოველთვის ახსოვს საიდან მოდის. უსურვებ წარმატებებს, ჩვენს ზოგიერთ სპორცმენებს კი მისგან მაგალითის აღებას.
დათო
21 აპრილი 2017 16:40
0
ამ სეზონში სერენა ალბათ ვერ გამოვა და მარიას აქვს შანსი მოიგოს ერთერთი ტურნირი ოთხიდან!
წარმატება ვუსურვოთ.
gigo
21 აპრილი 2017 11:47
1
aburjga-ს მილდრონატი თუ შეიყვანეს აკრძალულ ნუსხაში (ნამდვილად შეიყვანეს) კეთილი უნდა ინებოდა და აღარ მიიღო.

სადაა აქ უსამართლობა?
MINDIA
21 აპრილი 2017 11:32
1
მაშა მიდი დაამტკიცე, რომ შენ ისევ შეძლებ გახდე პირველი ჩოგანი! ყველა ველოდებით ამას! შენს ავტოგრაფს ისევ ვინახავ იქ,სადაც დაგპირდი! )
დავით 67
21 აპრილი 2017 04:05
0
მთელი ჩემი აზრიანი ცხოვრება ვგიჟდები ამ ქალზე!
ჯემალი გორიდან.
20 აპრილი 2017 21:30
0
ძალიან მიხარია მარიას დაბრუნება კორტზე. ყველა მისი შეკივლება და ეისი სიამოვნებას მგვრის. დიდი ხანია მისი გულშემატკივარი ვარ, და ამაში მისი რუსობა არაფერ შუაშია! ვთვლი რომ მილდრონატის გამო უსამართლოდ დაისაჯა! თუ ასე გააგრძელა ანდიდოპინგურმა ორგანიზაციამ, მალე " რიბიჟირზეც" იქნება სასჯელი?!
aburjga
20 აპრილი 2017 18:59
0
მა როგორ? სოჩიკი დაგიწერს, თუ რა?
არჩილა
20 აპრილი 2017 16:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული