მარია შარაპოვას უაილდ-ქარდი როლან გაროსზე...

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელმაც მოიხადა დისკვალიფიკაცია მელდონიუმის გამოყენების გამო, სპეციალურ მიწვევას მიიღებს საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან, ოღონდ, მხოლოდ კვალიფიკაციაში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი".

გაზეთის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია უარს ეტყვის შარაპოვას ძირითად ბადეში ავტომატურად მოხვედრაზე. მაგრამ, 30 წლის რუსს აქვს შანსი - უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდეს "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირის კვალიფიკაციაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორები მარიას არ მისცემდნენ სპეციალურ მიწვევას, მას მოუწევდა ყოველი უახლოესი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაწყება.

თუმცა, ისიც ცნობილია, რომ შტუტგარტის,
მადრიდისა და რომის ტურნირების ორგანიზატორებმა უკვე მიიწვიეს შარაპოვა ძირითად ბადეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული