"ის ხომ რუსია, ისინი მდგრადები არიან ალკოჰოლის მიმართ". არ დაავიწყდა სერენაც: "რუსული სპორტის იმიჯი დაზარლდა დოპინგის გამო, მაგრამ ეს შეეხება სერენა უილიამსსაც. ხომ ხედავთ, როგორ გამოიყურება".
მთავარი შოუ ნასტასემ გასულ კვირას მოაწყო - ფედერაციის თასზე რუმინეთისა და ბრიტანეთის მატჩის დროს. სერენასა და მის ფეხმძიმობაზე თქვა: "საინტერესოა, რა ფერის იქნება მისი
სორანა კირსტეასა და იოჰანა კონტას მატჩის დროს, ჯერ მსაჯი გამოლანძღა, ხოლო, როცა კორტიდან გააძევეს, კონტასა და კეოტავონგის მისამართით ისროლა: "ძუკნებო!" კონტა ატირდა და გარკვეული პაუზის შემდეგ, შეძლო თამაშის გაგრძელება.
მეორე დღეს, ნასტასემ ყვავილები გაუგზავნა ბრიტანეთის ნაკრების ყველა წევრს, მაგრამ გვიანი იყო: საერთაშორისო ფედერაციამ ის ყველაზე ტურნირს ჩამოაშორა.
მეტოქეს ცხოველი უწოდა
ნასტასე ხაზს უსვამდა: კორტზე შოუს აწყობს იმის გამო, რომ მორცხვობას მოერიოს. "რაღაც უნდა გამეკეთებინა. არა ადამიანებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. ეს მამშვიდებდა. ჩოგბურთელთა უმრავლესობა ჩემს ხუმრობებს ნორმალურად იღებდა", - ვერ ხედავდა პრობლემებს რუმინელი.1971 წელს, პარიზის "მასტერსზე" ნასტასე ომობდა ამერიკელ კლიფ რიჩისთან და პირველი სეტის წაგების შემდეგ მიმართა მას: "ეი, შენ ცხოველი ხარ!" გარდა ამისა, ილიემ მოსთხოვა მსაჯს მისთვის მისტერ ნასტასე დაეძახა. როცა არბიტრი დათანხმდა, რუმინელმა რიჩის უთხრა: "აი, ხედავ, მე მისტერ ნასტასეს მეძახიან, შენ - არა. იმიტომ, რომ მე ჯენტლმენი ვარ, შენ - ცხოველი!" შემცბარმა კლიფმა გადამწყვეტი პარტია 6:8 წააგო. 2005 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიას ილიემ "მისტერ ნასტასე" დაარქვა.
კორტზე შავი კატა შეუშვა
1977 წლის როლან გაროსის მეოთხედფინალამდე ერთი დღით ადრე, ნასტასე და მისი მეწყვილე ბობ ჰიუიტი (ეს ავსტრალიელი 2015 წელს 6-წლიანი პატიმრობით დასაჯეს პედოფილიის გამო) რესტორნის კარებში შეეჩეხნენ მეტოქეებსა და ტურნირის მთავარ ფავორიტებს - ადრიანო პანატასა და პაოლო ბერტოლუჩის. ბოლო მომენტში, იტალიელებს გზა გადაუჭრა შავმა კატამ და ისინი სხვა რესტორანში წავიდნენ. ილიემ ეს შეამჩნია და მატჩის დროს გამოიყენა.რუმინელმა 500 ფრანკი მისცა ბოლბოის, რათა მას შავი კატა მოეძებნა და თამაშის წინ, ცხოველი ჩოგნების ჩანთაში დაემწყვდია. "მოთელვის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ ჩოგნის გამოცვლა მინდოდა და ჩანთისკენ გავემართე. შეშინებული კატა კორტზე შევუშვი და ის პირდაპირ პანატას მიმართულებით გაექანა!" - იცინოდა ნასტასე. იტალიელები შეშინდნენ, ბევრი ემოცია დახარჯეს ილიესთან ურთიერთობის გარკვევაზე და დამარცხდნენ. ამის შემდეგ, ნასტასეს აუკრძალეს როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაში.
აიძულა არტურ ეში კორტი დაეტოვებინა
"ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო. ვხვდებოდი შავკანიან მოთამაშეს, ვეუბნებოდი მას: "სალამი , რასისტო!" და ის არ ბრაზდებოდა. არც ჯიმი კონორსი გაბრაზებულა, რომელსაც ერთხელ ვკითხე: "დედასთან ერთად მოხვედი?" დღეს, მოთამაშეები სრულიად განსხვავებულები არიან - საქმეში დიდი ფულია ჩარეული და ყოველი მატჩი მათთვის ომივითაა", - დარწმუნებულია ნასტასე.რუმინელი მეგობრობდა თავის მთავარ მეტოქესთან, შავკანიან ამერიკელთან არტურ ეშთან, რომელთანაც ხშირად თამაშობდა წყვილში. მაგრამ ამან ვერ უშველა არტურს ნასტასეს გამოხდომებისგან. ერთხელ, ილიემ თაგვი ჩასვა ეშის კარადაში - რუმინელმა იცოდა მეგობრის ფობიის შესახებ.
გაწონასწორებულმა არტურმა, რომელსაც არ აბრაზებდა ირონიული "ზანგი!", მოითმინა. მაგრამ 1975 წელს, ნასტასემ მართლაც ძალიან გააბრაზა.
სტოკჰოლმში მატჩის გადამწყვეტ სეტში ილიე აგებდა 1:4-ს და 15:40-ს საკუთარ მოწოდებაზე. ეშმა დაინახა მეტოქის მოედანზე გაგორებული ბურთი და თამაში გააჩერა. ნასტასემ მიიჩნია, რომ არტური დროს წელავდა, გაბრაზდა და მისი გაღიზიანება დაიწყო. მოწოდებისას ბურთს მაღლა აგდებდა, იჭერდა და მეტოქეს უყვიროდა: "მზად ხართ, მისტერ ეშ?" რუმინელმა ეს დაახლოებით ათჯერ გააკეთა, რის შემდეგაც ეში გაცოფდა, ჩოგანი ჩანთაში ჩააგდო და კორტი დატოვა.
ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა კრება ჩაატარა და ორივეს დისკვალიფიკაცია მისცა. არტური კიდევ ერთხელ გაცოფდა - თქვა, რომ შვედეთში არასოდეს ითამაშებს, რის შემდეგაც, გადაწყვეტილებას გადახედეს და გამარჯვება მას მიანიჭეს. ნასტასე გრძნობდა ბრალს მეგობრის მიმართ და მეტოქეს წითელი, თეთრი და ყვითელი ყვავილების დიდი თაიგული აჩუქა და ბოდიში მოუხადა.
ჰერცოგს ხმის ჩაგდება მოსთხოვა
ნასტასე განსაკუთრებით უიმბლდონის დროს გიჟდებოდა. რუმინელი მასხარა წყობიდან გამოჰყავდა ტურნირის მკაცრ წესებს და ბრიტანულ ცივ პუბლიკას, ამიტომაც, ილიე ყოველთვის თავის სტიქიაში იყო. ერთხელ, წვიმის დროს, ქოლგა გამოართვა ერთ-ერთ მაყურებელს და მასთან ერთი გეიმი ითამაშა. ერთ-ერთ მატჩში ილიეს თავი მოაბეზრა ერთ-ერთმა მაყურებელმა თავისი შეძახილებით და დაუყვირა მას: "თუ ხმას არ ჩაიგდებთ, თქვენს ლამაზ თეთრ ქუდზე მოვისაქმებ". ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია ნასტასეს რეპლიკამ კენტის ჰერცოგის მისამართით, რომელიც ხმამაღლა იცინოდა სამეფო ლოჟაში: "სერ, გთხოვთ, პირი დახურეთ!"რამდენიმე წლის წინ, ნასტასემ ისევ გააკვირვა გულშემატკივრები უიმბლდონზე: ის თამაშებზე გენერლის კოსტუმში გამოწყობილი დადიოდა და ფორმალურად ჰქონდა ამის უფლება - რუმინული არმიის კლუბში გამოსვლით, ილიემ გენერალ-მაიორის პოსტამდე მიაღწია. მაგრამ ბრიტანელებმა რუმინელის პეწი ვერ გაიგეს - გაზეთებში ჩოგბურთელს ბუქარესტელ ხუმარას უწოდებდნენ.
რთული მისახვედრი არ არის, რატომ არ აკმაყოფილებენ ნასტასეს მრავალწლიან თხოვნას უიმბლდონის კლუბის წევრობაზე.
გადადგომა კორუპციაში დადანაშაულების შემდეგ
2008-10 წლებში ილიეს რუმინეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ეკავა და გადადგა თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც ბუქარესტის მერიამ უარი უთხრა მიწის გამოყოფაზე ნაკრებისთვის საჩოგბურთო ცენტრის ასაშენებლად. ნასტასეს შემცვლელმა რუქსანდრა დრაგომირმა ილიე ქურდობაში დაადანაშაულა. "საუკეთესო რუმინელ ჩოგბურთელს მეხსიერების მხრივ პრობლემა აქვს. სინამდვილეში, ნასტასე გადადგა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 400 ათასი ევრო გადაიტანა ფედერაციის ანგარიშიდან ყოფილი მეუღლის ამელიას ანგარიშზე, რომლის დიდი თანხა ემართა განქორწინების შემდეგ", - განაცხადა დრაგომირმა.
რუმინეთის ცენტრალური ბანკის დირექტორი კორუპციაში დაადანაშაულა
ნასტასე აგრძელებს რეგულარულად ჩხუბს ჩინოვნიკებთან, განსაკუთრებით 2016 წელს, მისი სახელობის ტურნირის გაუქმების შემდეგ. 1990 წლიდან ცენტრალური ბანკის უცვლელმა თავმჯდომარემ მუგურ ისერესკუმ უარი უთხრა ნასტასეს მიწის იჯარის გაგრძელებაზე და პირველად 23 წლის განმავლობაში, ტურნირმა შეიცვალა ადგილმდებარეობა - ბუდაპეშტში გადავიდა.
"ხალხმა უნდა იცოდეს, რატომ აღარ ჩამოვლენ რუმინეთში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები. ისერესკუმ 6 ჰექტარი წაიღო ბუქარესტის ცენტრში საკუთარი მიზნებისთვის. უფრო ზუსტად, აჩუქა ის დედას სასტუმროსა და რესტორნების ქსელის აშენებისთვის. აი, ასე ანვითარებენ ჩოგბურთს რუმინეთში", - აღშფოთდა ილიე.
მხარი დაუჭირა ბოშების დეპორტაციას საფრანგეთში
2013 წელს ნასტასემ მხარი დაუჭირა საფრანგეთის მთავრობას - დაენგრია საფრანგეთის ტერიტორიაზე განთავსებული 165 სოფელი და მოეხდინათ სარეკორდო რაოდენობის - 19380 ბოშას დეპორტირება. გადასახდებულთა უმრავლესობისთვის არანაირი დახმარება არ შეუთავაზებიათ, საფრანგეთის მთავრობას არც კი უზრუნია მათი დროებით სადმე განთავსებაზე.
"სარკოზი მართალია. ფრანგები არ უნდა ხედავდნენ ამ კარვებს საკუთარი სახლებიდან. ისინი არ უნდა სეირნობდნენ ელისეს მინდვრებზე და თან ეშინოდეთ ქურდების. მე ამ ბოშებს მათ ისტორიულ ადგილას - ჰარგიტში გადავასახლებდი", - ამბობდა ილიე, რომელიც რუმინულმა მთავრობამ დისკრიმინაციისთვის 600 ევროთი დააჯარიმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"