სამწუხაროდ, მსოფლიოს მე-4 ჩოგანს ქართველმა სპორტსმენმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში ანგარიშით 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.
30 წლის ესპანელმა, რომელსაც "როლან გაროსზე" სარეკორდო - ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული (2005-08, 2010-14 წლები), მიმდინარე ტურნირზე პირველი ორი შეხვედრა, ბენუა პერსა და რობინ ჰაასესთან, იოლად მოიგო.
რაც შეეხება 25 წლის ქართველ ჩოგბურთელს, ბასილაშვილმა, რომელიც კარიერაში მესამედ გამოდის "როლან გაროსზე", წელს პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) დაამარცხა,