ნიკოლოზ ბასილაშვილი: ნადალთან წაგებამ დამანახა, რაზე მაქვს სამუშაო

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (63), საფრანგეთის ღია პირველობაზე ესპანელ რაფაელ ნადალთან (4) მარცხის შემდეგ სოციალური ქსელით კომენტარი გამოაქვეყნა.

2 ივნისს გამართულ "როლან გაროსის" 1/16 ფინალში 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ვარსკლავთან უშანსოდ დამარცხდა 0:6, 1:6, 0:6.

"მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, ის ნამდვილად იმსახურებს როლან გაროსის მე-10 ტიტულს.

დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო,
მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი, მეთამაშა ჩემი თამაში.

ამ შეხვედრამ კარგად დამანახა, რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს.

ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად, მაგრამ მე ეს გამოვიმუშავე და ეს მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო", - აცხადებს ბასილაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაიხარე ნიკა. მშვენივრად აზროვნებ და სწორედ ეს არის და იქნება შენი პროგრესის საწინდარი.წარმატებები შენი ოჯახისა და საქართვლოს სასახელოდ.ღმერთი გფარავდეს.მადლობას გიხდი ,როგორც ერთი უბრალო ქართველი.
vep1963
03 ივნისი 2017 19:31
0
აი თვითკრიტიკა კარგია, მომწონს...თუ ბევრს იმუშავებ საკუთარ თავზე მჯერა ოცეულში უპრობლემოდ შეხვალ ნიკოლოზ...აი მწვრთნელიც რო აგეყვანა ნორმალური მთლად უკეთესი იქნებოდა...
მიროსან
03 ივნისი 2017 18:46
0
ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო ასეთ ზეწოლას, ისეთი გათიშული ჩანდა თამაშის ბოლოს მაისურის გაცვლა არ შესთავაზოს მაგისი მეშინოდა... ფიზიკაში აქვს ნიკას მოსამატებელი საკუთარ მოწოდებას ძალიან ხშირად აგებს... ძალიან კარგი როლან გაროსი გამოუვიდა, ნადალთან მისი განადგურება ლოგიკურია, ამის გამო ტრაგედიის შექმნა არ ღირს!!!
musenbezi
03 ივნისი 2017 18:20
0
ნიკამ გააკეთა ის, რაც ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავის გაუკეთებია. რაც დრო გადის უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებს. კიდევ მოუმატებს დარწმუნებული ვარ. ბოლო შეხვედრაში ვერ იყო ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ნადალს ეთამაშებოდა და არა ვინმე სხვას. წარმატებები ნიკას.
კოლხი
03 ივნისი 2017 17:27
0
ნიკა ზღვის მოქცევის მსგავსად ვითარდება,აიწევს რაღაც დონეზე,მოიგებს ერთ ორ შეხვედრას ამ დონეზე და უკან დაიხევს.მომდევნო ტალღაზე ის უფრო მაღალ დონეზე იმარჯვებს და შემდეგ ისევ მცირე უკუსვლა.შემდეგ კიდევ უფრო მაღლა და ასე შემდეგ.ამჯერად ნიკამ ორმოცეულის ორი წარმომადგენელი დაამარცხა და ახლა ალბათ ოდნავ უკან დაიხევს,გააანალიზებს,შემდეგ კი კიდევ უფრო მაღალ მიჯნაზე გავა.მთავარია ჯანმრთელად იყოს და წლის ბოლოს ოცეულისათვის იბრძოლებს.
სოსო
03 ივნისი 2017 14:47
0
არაუშავს იმედია მერედ რომ შეხვდება უფრო კარგად შეებრძოლება, მესამე შეხევედრზე კი უნდა მოუგოს.
gode
03 ივნისი 2017 14:39
0
სამწუხაროდ არაფერი გამოუვიდა.ნერვიულობდა კიდეც.უმწვრთვნელოდაც მაღალ დონეს ვერ მიაღწევ.
jumber
03 ივნისი 2017 14:10
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს,მთავარია არ დანებდე
1234
03 ივნისი 2017 11:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული