383 972 დოლარი და ნაბიჯი TOP50-მდე - ბასილაშვილი კარიერის რეკორდით

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ორშაბათს, ტრადიციულად, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველივე წრეში წააგო შტუტგარტის ტურნირი, მან კლასიფიკაციაში ოთხი საფეხურით მაღლა აიწია და მსოფლიოს 51-ე ჩოგანი გახდა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

ბასილაშვილს 2017 წლის სეზონში 18 მოგება და 13 წაგება აქვს. მან წლევანდელ ტურნირებში 383 972 ამერიკული დოლარის გამომუშავება შეძლო.

ნიკოლოზი ამ კვირას ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. სამშაბათს, პირველი წრის მატჩში ბასილაშვილი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგად მიდიხარ ნიკოლოზ!!! ძალიან გულეშემატკივრობ!!! ერთი ოსტაპენკოს გაკეთებას გისურვებ და ველოდები ამ დღეს!! აბა შენ იცი გაგვახრე!!! წარმატებები ქუინსის ლამაზ ტურნირზე!!!
დათო
20 ივნისი 2017 13:33
0
მიდით ქართველებო!!!
1
20 ივნისი 2017 10:57
0
ნადალტან განადგურებამ გული არ უნდა გაუტეხოს,ასევე განადგურდნენ ყველა მომდევნოებიც მატ სორის ვავრინკაც
zurab chelidze
20 ივნისი 2017 09:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული