კაპიტნის სამი იმედი

AutoSharing Option
ეგვიპტის დედაქალაქში 4-7 მაისს "ფედერაციის თასის" გათამაშების ევროაფრიკული ზონის II ჯგუფის მატჩები გაიმართება.

შეჯიბრებაში ქართველებთან ერთად სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ფინეთის, მაროკოს, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები იასპარეზებენ. გუნდები წილისყრით ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. წრიული ტურნირის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასულნი ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები ევროაფრიკული ზონის I ჯგუფის საგზურებს მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრებს მეტოქეებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება, რადგან საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის გამო ჩვენს გუნდს ბოლო მომენტში ანა ტატიშვილი გამოაკლდა. ნაკრების კაპიტან ლალი ზერეკიძესთან ერთად ქაიროში სოფიო შაფათავა, თათია მიქაძე და ეკა გორგოძე გაემგზავრნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული