სენოღლუ ნოკაუტში, საქართველო ნახევარფინალში

AutoSharing Option
ქაიროში გრძელდება ჩოგბურთელთა ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის ორთაბრძოლები ფედერაციის თასზე. საქართველოს ნაკრებმა (კაპიტანი ლალი ზერეკიძე) გუშინ თურქეთის ეროვნული გუნდი მშრალი ანგარიშით (3:0) დაამარცხა.

თათია მიქაძემ პემრა ოზგენს აჯობა - ბ1:6, 6:1, 7:5; სოფიო შაფათავამ კარლა ბუიუკაკჩაის სძლია - 6:3, 6:2. წყვილთა თანრიგში მიქაძე და შაფათავა ბუიუკაკჩაისა და იპეკ სენოღლუს 3:2 უგებდნენ, როცა ამ უკანასკნელს მიქაძის დარტყმული ბურთი მოხვდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მეორე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინამ სომხეთი დაჯაბნა-3:0 (იასმინა კაიტაზოვიში-ნუნე ხაჩატრიანი 6:4, 6:2; ემა ბურგიჩი-ანი ამირაჩიანი 6:4, 4:6, 6:4; ბურგიჩი,
კაიტაზოვიჩი-ანა მოვსესიანი, ოფელია პოღოსიანი 6:1, 6:1).

მეორე ჯგუფში პორტუგალიამ ფინეთსა და მაროკოს ერთნაირი ანგარიშით (2:1) სძლია და ნახევარფინალში საქართველოს დაუპირისპირდება. ფინეთმა მაროკოს აჯობა (2:1) და მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. გამარჯვებულები გაისად პირველ ჯგუფში ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული