არგენტინელმა გზა არგენტინელს გაუხსნა

AutoSharing Option
აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციამ US Open-ზე განთესილ ვაჟ ჩოგბურთელთა სია გამოაქვეყნა. ტრადიციისამებრ, ამერიკელები განთესვის საფუძვლად ჩოგბურთელთა ATP-ის რეიტინგში მიმდინარე მდგომარეობას იღებენ ხოლმე და წელსაც ასე მოიქცნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სიას სათავეში ესპანელი რაფაელ ნადალი უდგას, ხოლო მეორე – შვეიცარიელი როჯერ ფედერერია. წლევანდელ US Open-ს მისი მოქმედი ჩემპიონი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა გააცდენენ, ორივეს სერიოზული ტრავმა აქვს, თანაც დელ პოტრო მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერია, ხოლო ცონგა – მე-11. მათი არყოფნის პირობებში კი სანუკვარ ოცდათორმეტეულში პლანეტის 33-ე და
34-ე ჩოგნებმა ამოყვეს თავი – დელ პოტროს გამოცდილმა თანამემამულემ დავიდ ნალბანდიანმა და US Open-ის 2001 წლის გამარჯვებულმა, ვეტერანმა ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა.

წლევანდელ US Open-ზე განთესილ ვაჟ ჩოგბურთელთა სრული სია:

1. რაფაელ ნადალი (ესპანეთი)
2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
4. ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი)
5. რობინ სიოდერლინგი (შვედეთი)
6. ნიკოლაი დავიდენკო (რუსეთი)
7. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)
8. ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი)
9. ენდი როდიკი (აშშ)
10. დავიდ ფერერი (ესპანეთი)
11. მარინ ჩილიჩი (ხორვატია)
12. მიხაილ იუჟნი (რუსეთი)
13. იურგენ მელცერი (ავსტრია)
14. ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი)
15. ივან ლიუბიჩიჩი (ხორვატია)
16. მარკოს ბაღდატისი (კვიპროსი)
17. გაელ მონფისი (საფრანგეთი)
18. ჯონ ისნერი (აშშ)
19. მერდი ფიში (აშშ)
20. სემ კუერი (აშშ)
21. ალბერტ მონტანიესი (ესპანეთი)
22. ხუან კარლოს ფერერო (ესპანეთი)
23. ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი)
24. ერნესტს გულბისი (ესპანეთი)
25. სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია)
26. ტომაშ ბელუჩი (ბრაზილია)
27. ფერნანდო გონსალესი (ჩილე)
28. რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი)
29. ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია)
30. ხუან მონაკო (არგენტინა)
31. დავიდ ნალბანდიანი (არგენტინა)
32. ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული