როდიკი: მერე რა, რომ დაბადების დღეა

AutoSharing Option
2003 წლის US Open-ის ჩემპიონი ენდი როდიკი 30 აგვისტოს 28 წლის გახდა და იმავდღეს სახელგანთქმულ ამერიკელ მეჩოგნეს ამერიკის წლევანდელი ღია პირველობის პირველი წრის შეხვედრა ელოდა - ფრანგ სტეფან რობერთან.

"რა მნიშვნელობა აქვს, დაბადების დღეა თუ სხვა რამ – ჩვენი საქმე კორტზე გასვლა და გამარჯვებისთვის ბრძოლაა. აქტიური სპორტსმენისთვის დაბადების დღე არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან. ზოგადად, ასაკზე ციფრებსა და მსგავს რამეებზე ნაკლებად ვფიქრობ. იქამდე ვითამაშებ, სანამ შევძლებ. როცა ვიგრძნობ, რომ გაგრძელება არ ღირს, კარიერასაც მაშინვე დავასრულებ", - თქვა როდიკმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული