ნადალი ფანატიზმის გარეშე

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი US Open-ისთვის მშვიდად, მოვლენების ფორსირებისა და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ემზადება. რაფა იმედოვნებს, რომ ნიუ იორკში წარმატებით გამოვა.

"იმედია, აქ კარგ შედეგს ვაჩვენებ. თუკი ტურნირის მოგების შანსი მომეცემა, მის გამოყენებას შევეცდები. თუმცა, US Open-ისთვის ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე ვემზადები. კარიერაში უამრავი ტიტულის მოპოვება შევძელი, იმაზე მეტის, ვიდრე წარმოვიდგენდი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუკი ნიუ იორკში ჩემპიონი გავხდები", - აცხადებს ნადალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული