პირველი სისხლი
ხმაურიანი სენსაციები არ დაფიქსირებულა. პირველ დღეს მოთამაშე განთესილ ქალ ჩოგბურთელთაგან არავის წაუგია, ხოლო ვაჟთა ტურნირის მოწინავე ოცდათორმეტეულს ორი ფიგურა გამოაკლდა: ფარ-ხმალი ამერიკის ღია პირველობის 2001 წლის ტრიუმფატორმა ლეიტონ ჰიუიტმა დაყარა და კიდევ ფერნანდო გონსალესმაც წააგო, თუმცა, ივან დოდიგთან თამაში ჩილელმა მუხლის ტრავმის
რაც შეეხება სახელგანთქმულ ავსტრალიელს, ეტყობა ჰიუიტი ტრავმის მოშუშების შემდეგ ვერა და ვერ შევიდა ჩვეულ ფორმაში. მისმა მეტოქემ პოლ-ანრი მატიემ მესამე-მეთხე სეტები ისევე ცუდად ჩაატარა, როგორც ჰიუიტმა პირველ-მეორე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფრანგმა იძალა და საკმაოდ იოლადაც მოიგო. მისი მომდევნო მეტოქე 20 წლის თანამემამულე გიიომ რიუფენი იქნება, ვინც ბადეში "ველური ბარათით" მოხვდა და პირველ წრეში არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.
შვედურ-ავსტრიული თრილერი
კიდევ ერთი ნახევრად თრილერი პუბლიკას რობინ სიოდერლინგმა დაუდგა. ჯმუხი შვედი "გიგანტების მკვლელის" რეპუტაციას კი ატარებს, მაგრამ ახლა თავადაა საჩოგბურთო გიგანტი და ბედნიერი უნდა იყოს, რომ დიდი სლემის ტურნირების ავსტრიელ დებიუტანტს გადაურჩა. რეიტინგის 214-ე ნომერმა ანდრეას ჰაიდერ მაურერმა პირველ-მეორე სეტები კი დათმო, მაგრამ სიოდერლინგი გვარიანად ანერვიულა. უსახელო ავსტრიელმა მესამე და მეოთხე სეტები სულაც მოიგო და რომ არა მეხუთე სეტში დროულად გახერხებული ბრეიკი, სიოდერლინგს ფიასკო არ აცდებოდა.
გაელ მონფისი რობერტ კენდრიკთან მარცხს ბეწვზე გადაურჩა, დმიტრი ტურსუნოვმა კინაღამ იურგენ მელცერი დაამარცხა. მარინ ჩილიჩმა და ნიკოლაი დავიდენკომ კი თავისი მატჩები ერთნაირად წარმართეს. ხორვატმა უკრაინელ ილია მარჩენკოსთან შეხვედრის დებიუტში იჯახირა, რუსმა – ამერიკელ მაიკლ რასელთან, მაგრამ საბოლოოდ ჩილიჩმაც და დავიდენკომაც საკმაოდ სწრაფად გაიფორმეს პირველი გამარჯვებები.
იოლი გასეირნება
აი, ამერიკის ყოფილმა ჩემპიონებმა, როჯერ ფედერერმა და ენდი როდიკმა კი თავთავიანთი მატჩები აბსოლუტურად დაუძაბავად მოიგეს. შვეიცარიელმა მაესტრომ არგენტინელ ბრიან დაბულთან შეხვედრას საბოლოო წერტილი ეფექტური ეისით დაუსვა, სულ კი 18 აუღებელი მოწოდება განახორციელა.
ლამაზი ვარ და იმიტომ!
ტურნირის ქალთა ნაწილი ამერიკელმა მელანი უდინმა გახსნა, ვისაც უკრაინელმა ოლგა სავჩუკმა საწყისი სეტის თავისი პირველი სამი მოწოდება მოუგო. 3:3-ის შემდეგ კი მელანიმ ზედიზედ 9 გეიმი მოიგო. ელენა დემენტიევამაც ძალზე ადვილად აჯობა ბელარუს ოლგა გოვორცოვას. წლევანდელი "როლან გაროსის" ჩემპიონმა ფრანჩესკა სკიავონემ კი "იძუნწა" და იაპონელ მეტოქე აიუმი მორიტას ერთადერთი გეიმი დაუთმო. თამაშის დასრულებისთანავე ეშხიანი აპენინელი მასმედიელთა ტყვეობაში აღმოჩნდა.
"აქაურმა ატმოსფერომ სასიამოვნოდ გამაკვირვა. დიდ არენებზე თამაში მიყვარს, რადგან სისხლში ადრენალინის დუღილი ეგრევე იწყება. შესაძლოა, ეს იმიტომაცაა, რომ უკვე 30 წლის ვარ და გარემოსა და საზოგადოებისგან სიამოვნების მიღება ვისწავლე. ვგრძნობ, რომ ხალხსაც მოვწონვარ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ლამაზი ვარ!" – თქვა იტალიელმა.
ექსპირველის მორიგი შერცხვენა
დინარა საფინა კი კიდევ ერთხელ შერცხვა "ფლაშინგ მიდოუზე". მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გამოცდილ სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას კი გაუმართა ბრძოლა, მაგრამ წააგო. როცა შარშანდელ US Open-ზე საფინა მესამე წრეში დამარცხდა და ეს სენსაციად მოინათლა, მიმდინარე ტურნირზე მეორე წრეში ვერგასვლა გასაკვირი უკვე არავისთვისაა.
კიდევ ერთ რუს დიაცს კი ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა მოუღო ბოლო. არადა ელენა ვესნინამ პირველი სეტი თვალის დახამხამებაში მოიგო და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ განთესილი ჩოგბურთელი პირველ დღეს ქალთა ტურნირსაც გამოაკლდებოდა. მაგრამ სტოსურმა მობილიზება შეძლო, მეორე სეტი მძიმე ბრძოლაში მოიგო, მესამეში კი მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვა.
ვინუსის ოქრო-ბრილიანტები
ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთაგანმა, კიმ კლაისტერსმა, ვიქტორია აზარენკამ და ვინუს უილიამსმა მცირეოდენი თავგადასავლები გადაიტანეს, მაგრამ მეორე წრეში სამივე გავიდა. US Open-ის მოქმედმა ჩემპიონმა ბელგიელმა უნგრელ არნს პირველი სეტი "მშრალად" მოუგო, მეორეში კი თავად აგებდა 0:4-ს. თუმც, კლასმა თავისი მაინც ქნა – 7:5. აზარენკამ მსგავს სიტუაციაში ძალების დაზოგვა ვერ შეძლო და საწადელს მესამე სეტში მიაღწია. რუმინელმა ნიკულესკუმ პირველი სეტის 0:6 წაგების შემდეგ მეორეში 7:5 იმარჯვა, თუმცა ბოლოს ბელარუსი მას სასტიკად გაუსწორდა - 6:1.
ვინუს უილიამსი რობერტა ვინჩისთან სათამაშოდ საღამოს კაბის მსგავს სამოსში გამოწყობილი გავიდა. დათაგან უფროსს არც აქსესუარები დავიწყებია – ყელზე ბრილიანტებით მორთული საბამი, ყურებზე კი არანაკლებ ძვირფასი საყურეები ეკეთა. დებიუტში ვინუსი 4:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც მოეშვა და სეტი დიდი ბრძოლის მერე მოიგო. თუმცა მეორე სეტში უილიამსმა მაღალოსტატურად იბურთავა და ვინჩი 6:4, 6:1 დაამარცხა.
I წრე
კაცები
ენდი როდიკი (9, აშშ)-სტეფან რობერი (საფრანგეთი) 6:3, 6:2, 6:2; როჯერ ფედერერი (2, შვეიცარია)-ბრიან დაბული (არგენტინა) 6:1, 6:4, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (6, რუსეთი)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:4, 6:1, 6:3; პოლ-ანრი მატიე (საფრანგეთი)-ლეიტონ ჰიუიტი (32, ავსტრალია) 6:3, 6:4, 5:7, 4:6, 6:1; რობინ სიოდერლინგი (5, შვედეთი)-ანდრეას ჰაიდერ მაურერი (ავსტრია) 7:5, 6:3, 6(2):7(7), 5:7, 6:4; ტეიოლორ დენტი (აშშ)-ალეხანდრო ფალა (კოლუმბია) 6:4, 7:5, 6:1; რიჩარდას ბერანკისი (ლიტვა)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:4, 6(5):7(7), 6:3, 6:2; ხუან კარლოს ფერერო (22, ესპანეთი)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკეთი) 6:1, 6:3, 6:0; იურგენ მელცერი (13, ავსტრია)-დმიტრი ტურსუნოვი (რუსეთი) 6:4, 6:2, 3:6, 4:6, 6:2; ანდრეას ბეკი (გერმანია)-მიხაელ ბერერი (გერმანია) 7(7):6(3), 6:3, 6:1; კევინ ანდერსონი (აშშ)-სომდევ დევარმანი (ინდოეთი) 6:3, 6:4, 6:3; მარინ ჩილიჩი (11, ხორვატია)-ილია მარჩენკო (უკრაინა) 7:5, 6:3, 6:1; იგორ ანდრეევი (რუსეთი)-ორასიო სებალიოსი (არგენტინა) 6:3, 4:6, 7(7):6(4), 6:3; რიშარ გასკე (საფრანგეთი)-სიმონ გროილი (გერმანია) 6:3, 6:4, 6:2; ალბერტ მონტანიესი (21, ესპანეთი)-მიხალ პრჟისეჟნი (პოლონეთი) 5:7, 1:6, 7:5, 7(7):6(5), 6:0; ტომაშ ბელუჩი (26, ბრაზილია)-ტომ სმიჩეკი (აშშ) 6:3, 7:5, 7(8):6(6); გაელ მონფისი (17, საფრანგეთი)-რობერტ კენდრიკი (აშშ) 3:6, 6:3, 6:4, 6(5):7(7), 6:4; ტიემო დე ბაკერი (ჰოლანდია)-მარკ ჟიკელი (საფრანგეთი) 6:4, 7:5, 6:2; ივან დოდიგი (ხორვატი)-ფერნანდო გონსალესი (27, ჩილე) 6(2):7(7), 6:1, 1:0, გონსალესმა თამაში შეწყვიტა; კეი ნიშიკორი (იაპონია)-ევგენი კოროლიოვი (ყაზახეთი) 7(7):6(0), 5:2, კოროლიოვმა თამაში შეწყვიტა; რიკარდუ მელუ (ბრაზილია)-ბიორნ ფაუ (გერმანია) 6:4, 7:5, 4:6, 7(7):6(4); იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი)-ოლივიე როხუსი (ბელგია) 4:6, 7:5, 7(7):6(0), 6:2; გიიომ რიუფენი (საფრანგეთი)-ლეონარდო მაიერი (არგენტინა) 2:6, 7(7):6(4), 7(7):6(2), 6:1; კარსტენ ბოლი (ავსტრალია)-მილოშ რაონიჩი (კანადა) 6(4):7(7), 6:3, 6:3, 6:2.
ქალები
მელანი უდინი (აშშ)-ოლგა სავჩუკი (უკრაინა) 6:3, 6:0; ვინუს უილიამსი (3, აშშ)-რობერტა ვინჩი (იტალია) 6:4, 6:1; კიმ კლაისტერსი (2, ბელგია)-გრეტა არნი (უნგრეთი) 6:0, 7:5; სამანტა სტოსური (5, ავსტრალია)-ელენა ვესნინა (რუსეთი) 3:6, 7(7):6(2), 6:1; დანიელა ჰანტუხოვა (24, სლოვაკეთი)-დინარა საფინა (რუსეთი) 6:3, 6:4; ფრანჩესკა სკიავონე (6, იტალია)-აიუმი მორიტა (იაპონია) 6:1, 6:0; ანა ივანოვიჩი (სერბეთი)-ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი) 6:3, 6:2; შაჰარ პეერი (16, ისრაელი)-ელენა კოსტანიჩ-ტოშიჩი (ხორვატია) 6:4, 7:5; ძე ჭენი (21, ჩინეთი)-ტიმეა ბაჩინსკი (შვეიცარია) 7(7):6(0), 7(7):6(1); ანასტასია პავლიუჩენკოვა (20, რუსეთი)-კრისტინა ბაროისი (გერმანია) 6:4, 6:1; ალისა კლეიბანოვა (28, რუსეთი)-იუჰანა ლარსონი (შვედეთი) 7(7):6(4), 6:2; სანია მირზა (ინდოეთი)-მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორტუგალია) 6:3, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (32, ბულგარეთი)-რენატა ვორაკოვა (ჩეხეთი) 6:3, 6:4; ალიონა ბონდარენკო (29, უკრაინა)-ვერა დუშევინა (რუსეთი) 6:0, 5:7, 6:4; ვირჟინი რაზანო (საფრანგეთი)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხეთი) 6:3, 6:2; პეტრა კვიტოვა (27, ჩეხეთი)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხეთი) 6:4, 7:5; ვიქტორია აზარენკა (10, ბელარუსი)-მონიკა ნიკულესკუ (რუმინეთი) 6:0, 5:7, 6:1; ელენა დემენტიევა (12, რუსეთი)-ოლგა გოვორცოვა (ბელარუსი) 6:1, 6:2; აგნეშ სავაი (უნგრეთი)-სანდრა ზაჰლავოვა (ჩეხეთი) 6:0, 6:2; რებეკა მარინო (კანადა)-ქსენია პერვაკი (რუსეთი) 6:4, 4:6, 7:5; სალი პირსი (ავსტრალია)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კანადა) 6:0, 6:1; ფლავია პენეტა (19, იტალია)-ირინა ფალკონი (აშშ); ვანია კინგი (აშშ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:3, 0:6, 6:1; მარიონ ბარტოლი (13, საფრანგეთი)-ედინა გალოვიცი (რუმინეთი) 6:3, 6:2; პოლინ პარმენტიე (საფრანგეთი)-ალბერტა ბრიანტი (იტალია) 4:6, 6:3, 7:5; სიბილე ბამერი (ავსტრია)-ზუზანა ონდრაშკოვა (ჩეხეთი) 7:5, 6:0; ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია)-ბოიანა იოვანოვსკი (სერბეთი) 7:5, 6:4; სარა ერანი (იტალია)-ტატიანა გარბინი (იტალია) 7(7):6(4), 7:5; მარია ელენა კამერინი (იტალია)-სოფი ფერგიუსონი (ავსტრალია) 6:4, 6:0; ხისელა დულკო (არგენტინა)-ანგელიკე კერბერი (გერმანია) 6:3, 6:1; მანდი მინელა (ლუქსემბურგი)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენია) 6:4, 7:5; ელენა ბალტაჩა (ბრიტანეთი)-პეტრა მარტიჩი (ხორვატია) 6:2, 6:2.