ვინუსს სერენა დაეხმარა

AutoSharing Option
ამერიკელმა ვეტერანმა ვინუს უილიამსმა US Open-ის მესამე წრეში ლუქსემბურგელი ჩოგბურთელი მანდი მინელა 6:2, 6:1 დაამარცხა და ჟურნალისტებთან მატჩისშემდგომ კომენტარში ესოდენ იოლი გამარჯვების მიზეზებზე ისაუბრა.

"ასე ადვილად ალბათ იმიტომ მოვიგე, რომ ძალზე აგრესიულად ვმოქმედებდი. ამასთან, ბადესთან ხშირად და დროულად გავდიოდი. წინ იშვიათად რომ გავსულიყავი, თამაში უფრო მეტხანს გაგრძელდებოდა. მიხარია, რომ დღეს ტრიბუნიდან ჩემი და სერენა მქომაგობდა. როგორც წესი, ერთად დავდივართ ტურნირებზე, მაგრამ მისი ტრავმის გამო წლევანდელი US Open-ი ამ მხრივ გამონაკლისია. ასეა თუ ისე, როცა დის მხარდაჭერას ვგრძნობ, სულ სხვა განწყობით
ვთამაშობ", - თქვა ვინუსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული