შარაპოვა შანსებს მისტირის

AutoSharing Option
კაროლინე ვოზნიაცკისა და მარია შარაპოვას შეხვედრა US Open-ის ქალთა ტურნირის მეოთხე წრის ცენტრალურ მატჩად იყო მონათლული. დანიელმა ორ სეტში მოიგო – 6:3, 6:4, ხოლო რუსს თამაშის შემდეგ თავის მართლების მეტი არაფერი დარჩენოდა.

"მართალია, უამრავი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც შემეძლო ვოზნიაცკის დამარცხება. ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ერთადერთი გამოვიყენე. როცა ეთამაშები ჩოგბურთელს, რომელიც თავის ძალებშიცაა დარწმუნებული და თამაშიც მისდის, საკუთარი შანსები უფრო რაციონალურად უნდა გამოიყენო, რადგან ეს შანსები ხშირად არ შეგექმნება. სწორედ სტაბილურობა დამაკლდა. რამდენიმე კარგ გათამაშებას ჩავატარებდი და მერე ერთი უაზრო შეცდომით
მიღწეულს ქარს ვატანდი", - უთხრა შარაპოვამ ტურნირის ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული