საქართველო მესამე ზონას ვერ გასცდა

AutoSharing Option
სოფიაში ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში 4 მაისს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები (B ჯგუფი), სამწუხაროდ, მასპინძლებთან 0:3 დამარცხდა (ალექსანდრე მეტრეველი-დიმიტარ კუზმანოვი 3:6, 2:6; გიორგი ცივაძე-გრიგორ დიმიტროვი 4:6, 1:6; მეტრეველი,ცივაძე-ტოდორ ენევი, პეტარ ტრენდაფილოვი 1:6, 6:7) და ისევ მესამე ზონაში ჩარჩა.

ნახევარფინალში ბულგარეთი გავიდა. A ჯგუფიდან საგზურისთვის ბრძოლას ლიტვა განაგრძობს - ბალტიისპირელებმა ანდორას 2:0 აჯობეს.

C ჯგუფში ფავორიტად ჩერნოგორიას მიიჩნევდნენ, მაგრამ უშუალო კონკურენტ მაკედონიასთან 0:2 დამარცხდა და ნახევარფინალის საგზურიც მეტოქეს გადაულოცა.

D ჯგუფში ნორვეგიელთა ძლევით (2:1)
ბერძნებმა მესამე გამარჯვება იზეიმეს და მე-2 ეშელონში გადასვლის შანსი შეინარჩუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული