სოფიო შაფათავამ წყვილებში ტალინის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ერთი კვირის წინათ გრენობლის 25.000-იანი ტურნირის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა წყვილებში, ამ უქმეებზე კი ტალინში მიაღწია წარმატებას, ოღონდ 15.000-იან შეჯიბრებაში, აქაც წყვილებში.

ჩვენებური სლოვენიელ მაშა ზეპ-პესკირიჩთან იყო შეამხანაგებული. ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ სამი წრის გავლის შემდეგ ფინალში აგნეს ბუკტას (უნგრეთი) და ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი) ტანდემი დაჯაბნა - 6:4, 7:6 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

შაფათავა ამჟამად რუსეთის დედაქალაქში იმყოფება და 25.000-იან ტურნირში ჩაებმება. ერთეულებში მე-5 ნომრადაა განთესილი და სტარტზე მელის სეზერს (თურქეთი) შეხვდება. წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად
რეიტინგფავორიტია და პირველ წრეში ანეტ კონტავეიტისა (ესტონეთი) და პოლინა ლეიკინას (რუსეთი) დუეტს გამოცდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"