საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში 4 თებერვალს ფედერაციის თასის გათამაშება ევროაფრიკულ პირველ ზონაში დაიწყო.

15 ქვეყნის ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები გუნდები ჩაებნენ მეორე მსოფლიო ჯგუფის 2 საგზურისთვის ბრძოლაში.

როგორც გაუწყეთ, საქართველოს ნაკრები (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ ბოლქვაძე, კაპიტანი - მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) C ჯგუფში მოხვდა ბელორუსთან, ბულგარეთსა და პორტუგალიასთან ერთად.

ტურნირის სტარტზე ჩვენი გოგონები ბელორუსებს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 0:3 დამარცხდნენ.

ეკატერინე გორგოძემ ოლგა გოვორცოვასთან წააგო - 1:6, 3:6. სოფიო შაფათავამ მეორე სეტში კი სძლია ალექსანდრა სასნოვიჩს
- 6:4, მაგრამ პირველი და მესამე დათმო, შესაბამისად, 1:6, 5:7.

წყვილებში სასნოვიჩმა და ბოლო მომენტში ვიქტორია აზარენკას ნაცვლად გუნდში მიწვეულმა 17 წლის ვერა ლაპკომ კალაშნიკოვას და შაფათავას აჯობეს - 6:3, 6:4.

ამავე ჯგუფში ბულგარეთმა პორტუგალია დაჯაბნა - 3:0 (ელისა კოსტოვა - მარია ჟოაო კოეხლერი 6:2, 6:1, ცვეტანა პირონკოვა - მიხაელა ლარჩერ დე ბრიტო 6:4, 7:5, დია ევტიმოვა, ვიქტორია ტომოვა - ლარჩერ დე ბრიტო, ბარბარა ლუზი 6:0, 6:3).

5 თებერვალს ითამაშებენ: საქართველო - პორტუგალია, ბელორუსი - ბულგარეთი.

B ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი - ლიხტენშტეინი 3:0, უკრაინა - თურქეთი 2:1.

5 თებერვალი
უკრაინა - ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი - თურქეთი.

A ჯგუფი
სერბეთი - ავსტრია 2:0.

5 თებერვალი
სერბეთი - უნგრეთი.

D ჯგუფი
ბელგია - ლატვია 3:0, ხორვატია - ისრაელი 3:0.

5 თებერვალი
ხორვატია - ლატვია, ბელგია - ისრაელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული