5 თებერვალს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა. C ჯგუფში ქართველი ჩოგბურთელები პორტუგალიელებს დაუპირისპირდნენ და 2:1 მოუგეს.
ეკატერინე გორგოძემ მარია ჟოაო კოეხლერს აჯობა - 6:3, 6:4. ჩვენი გუნდის ლიდერი სოფიო შაფათავა (რეიტინგით - 208-ე) მიხაელა ლარჩერ დე ბრიტოსთან (120-ე) დამარცხდა - 3:6, 1:6, სამაგიეროდ, ოქსანა კალაშნიკოვას და შაფათავას დუეტმა კოეხლერსა და ლარჩერ დე ბრიტოს მოუგო - 7:5, 6:4 და, ფაქტობრივად, პირველ ზონაში დარჩენის პრობლემა გადაწყვიტა, რადგან წარმოუდგენელია, პორტუგალიელებმა
ბელორუსებმა გუშინაც მშრალი ანგარიშით მიაღწიეს წარმატებას - ბულგარეთის ნაკრები დაჯაბნეს.
ნაკრებს შეუერთდა ვიქტორია აზარენკა, რომელმაც 5 თებერვალს ცვეტანა პირონკოვას სძლია სამ სეტში - 6:3, 2:6, 7:5. ოლგა გოვორცოვა-ელიზა კოსტოვა 6:2, 6:3, ვერა ლაპკო, ანასტასია სასნოვიჩი-დია ევტიმოვა, ვიქტორია ტომოვა 7:5, 6:1.
ა გ თ მ წ ს
ბელორუსი 2 2 0 6:0
ბულგარეთი 2 1 1 3:3
საქართველო 2 1 1 2:4
პორტუგალია 2 0 2 1:5
B ჯგუფი
უკრაინა - ლიხტენშტეინი 3:0, დიდი ბრიტანეთი - თურქეთი 1:2.
ა გ თ მ წ ს
უკრაინა 2 2 0 5:1
დიდი ბრიტანეთი 2 1 1 4:2
თურქეთი 2 1 1 3:3
ლიხტენშტეინი 2 0 2 0:6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"