ლონდონში წინა ოლიმპიადის წინ როჯერმა მარტინას წყვილში თამაში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ახლა თავად ჰინგისი სთხოვს როჯერს რიო-დე-ჟანეიროში გამოსვლას და ფედერერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
"მარტინა ჩემთვის გმირი იყო. როცა ჩოგბურთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მის გამოსვლას ყურადღებით ვაკვირდებოდი. არ ვიცოდი კორტზე ნორმალურად გადაადგილება, ის კი უკვე უიმბლდონს იგებდა", - განაცხადა ფედერერმა.
* * *
გუშინ როჯერმა, ინდიან უელსის "მასტერსის" წინ საჩვენებელი
თავდაპირველად ჩოგბურთელებმა იოლად მოიგეს საწყისი სეტები, რის შემდეგაც ბულგარელმა დაძაბულ ბრძოლაში აიღო გადამწყვეტი პარტია - 6:2, 1:6, 7:5.
"ვფიქრობ, ჩემმა მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა. გრიგორმა საჭირო მომენტში თამაშში გარდატეხა შეიტანა. საერთო ჯამში, ორივემ მაღალი დონის ჩოგბურთი ვითამაშეთ. მატჩის დროს ბევრი საინტერესო გათამაშება შევთავაზეთ მაყურებელს. ასე რომ, პუბლიკა კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის მარცხს როჯერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"