ნუ ლანძღავ გულშემატკივრებს, კრეტინო!

AutoSharing Option
მაიამის "მასტერსის" ფინალში მეორე სეტის წაგების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა უცენზურო სიტყვებით დაუყვირა ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივარს, ან ბოლბოის, რომელიც ძალიან შეშინებული იყო სერბის მოქმედებებით.

მთავარმა მსაჯმა ჩოგბურთელს შემჩნევა მისცა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. "რა გაიფიქრეთ? საკუთარ მწვრთნელს ვუყვიროდი. ვერ გაიგეთ, რა ვთქვი?" - ჰკითხა მსაჯს ჯოკოვიჩმა, მაგრამ ვერ გადაარწმუნა ის.

ამ უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ "ტვიტერი" "აფეთქდა" ჯოკოვიჩის მისამართით კრიტიკული "ტვიტებით":

"ჯოკოვიჩმა გალანძღა გულშემატკივრები და საწყალი ბოლბოი, შეაშინა ის და ეჩხუბა მსაჯს. იყავი პროფესიონალი".

"პატივს ვცემ ჯოკოვიჩს მისი თამაშის
გამო, მაგრამ უნდა რცხვენოდეს თავისი საქციელისთვის. დამსახურებული ტიტული, მაგრამ მისი რეაქცია მაყურებლებსა და ბოლბოიზე ამაზრზენი იყო".

"ჯოკოვიჩს ჯარიმა უნდა გამოუწერონ თუნდაც ბოლბოისთან ინციდენტის გამო. გასაკვირი არ არის, რომ გულშემატკივრები მას მხარს არ უჭერენ".

"მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოო ჯამში რას მიაღწევს ჯოკოვიჩი. გულშემატკივრები მაინც არ იქნებიან მის მხარეს, როცა ფედერერს, ნადალს ან მარეის შეხვდება".

"და ამის შემდეგ ჯოკოვიჩს კიდევ უკვირს, რატომ არ არის ფედერერივით და რაფაელივით პოპულარული. ეცადე, არ გალანძღო გულშემატკივრები უწმაწური სიტყვებით, კრეტინო!"

"ჯოკოვიჩი უნდა გაიზარდოს და თავი დაანებოს ტრიბუნებისკენ ყვირილს. ეს ბავშვური საქციელი იყო".

თავად ჯოკოვიჩმა, მოგვიანებით, მოუბოდიშა ბოლბოისა და მის მშობლებს.

"ვნახე ჩანაწერი. ვწუხვარ, რომ ბოლბოი მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდა. ჩემთვის ეს არასასიამოვნოა. გულწრფელად შემეცოდა ეს ბიჭი. არ მქონდა განზრახული მისი წყენინება ან შეშინება.

იმედი მაქვს, მაპატიებს ამ საქციელს. გულწრფელ ბოდიშს ვიხდი. მშობელი გავხდი, უფრო მეტი ზრუნვა დავიწყე ბავშვებზე და სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. ამიტომაც ასევე ბოდიშს ვუხდი მის მშობლებს ამ ინციდენტისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული