მიმდინარე კვირაში ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა ტურნირებში ჩაებმება. შაფათავა ტუნისში 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მეშვიდე ნომერ ალექსა გლაჩს (აშშ) შეხვდება, წყვილებში ალექსანდრა
სლოვაკეთის დედაქალაქ ტრნავაში იმყოფებიან ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძე. 100-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში გორგოძემ ჩეხ დიანა სუმოვასთან 3:6, 7:5, 2:6 წააგო, წყვილებში გორგოძე და ჩეხი კატერინა ვანკოვა გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამსა და სლოვაკ ლენკა იურიკოვასთან დამარცხდნენ - 4:6, 5:7.
კალაშნიკოვამ ჩეხ კაროლინა სტუჩლას 7:5, 6:4 სძლია, შემდეგ ხორვატ იანა ფეტთან 4:6, 6:4, 3:6 წააგო.
წყვილებში კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა სლოვაკებს - იანა ჩეპელოვას და ჩანტალ სკამლოვას გაუწევენ მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"