სტარტზე სერბ ლასლო ჯერეს დაუპირისპირდა. ჩვენებურმა ორივე სეტი დამაჯერებლად წარმართა და მეტოქე ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 დაამარცხა, რითაც 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციით 135-ე ადგილზეა. მეორე წრეში ამერიკელ ბიორნ ფრატანჯელოს შეხვდება. ამ უკანასკნელმა, რომელიც რეიტინგით 147-ე საფეხურზეა, პირველ წრეში ავსტრალიელ ალექს ბოლტს მოუგო - 6:4, 7:6.
გერმანულ ნიურნბერგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ძალებს ცდის ოქსანა კალაშნიკოვა. იგი რუს ევგენია როდინასთან არის შეამხანაგებული.
მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ელენა ბოგდანი (რუმინეთი), ევა ჰროინოვა (ჩეხეთი)-ლარა არუაბარენა (ესპანეთი), რალუკა ოლარუ (რუმინეთი).
იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა სოფიო შაფათავა, რომელიც მეორე წრეში ადრიანა ლეკაჯთან (ხორვატია) დამარცხდა - 6:7, 2:6, ხოლო ეკატერინე გორგოძემ მასპინძელი კრისტიანა ფერანდო დაჯაბნა - 6:4, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეშვიდე ნომერ თურქს - იპეკ სოილუს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გზიდან მასპინძელი კლაუდია ჯოვანი ჩამოიშორა - 6:1, 4:6, 6:2.
წყვილები: ეკატერინე გორგოძე, სოფიო შაფათავა-ნადია პოდოროვსკა (არგენტინა), რენატა ზარაზუა (მექსიკა) - 6:2, 6:3, სოფიო ქვაცაბაიამ და იზაბელა შინიკოვამ (ბულგარეთი) რეიტინგფავორიტები - ვიქტორია გოლუბიჩი (შვეიცარია) და ანა ვრლიჩი (ხორვატია) დაჯაბნეს - 7:6, 6:4.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"